Сообщения

Сообщения за июнь, 2010

ნაყინი რკინის ფინჯანში

Изображение
როცა ჩემი ბავშვობის ბათუმს წარმოვიდგენ  პირველი რაც თვალწინ დამიდგება ეს არის ნაყინი რკინის ფინჯანში. დიახ, რკინის ფინჯანში, არც ვაფლის ჭიქაში, არც ჯოხზე წამოცმული ესკიმო. ბულვარში, ბამბუკის კაფეში მორთმეული ნაყინი უხვად მოყრილი  დაფხვნილი შოკოლადით. მას შემდეგ  ძალიან ბევრნაირი ნაყინი გამისინჯავს მაგრამ ვერცერთი ვერ შეედრება იმ ნაყინს.  რატომღაც მაშინდელი ბულვარიც უფრო მომწონს. ფრანგული ბულვარი ულამაზესი ყვავილებით  და არა აბაშიძის ფანტაზიის ნაყოფი  ინგლისური ხრიოკი პარკი. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას და ინგლისური პარკიდან ნე; ნელა ისევ  ფრანგულ ბულვარს ვუბრუნდებით რაც ძალიან მახარებს.  თუმცა...  ბამბუკის კაფეები აღარ არსებობს. მათ ნაცვლად  მეტალის და მინის სიმახინჯეს ვხედავ დღეს. a.k.a. ტყუპები.

ფილიპინკები - ძველი ბათუმის ნოსტალგია

ჯერ სიმღერას მოუსმინეთ, მერე გიამბობთ, როდის და რატომ. :)

ვერამაღლებული განწყობა

Изображение
არ მიყვარს დილის შემეცნებით-გასართობი გადაცემების ყურება, სადაც ცდილობენ "ამაღლებული განწყობა" შეუქმნან ტელემაყურებელს.იმიტომ, რომ არ მჯერა მასობრივი მხიარულების, ბედნიერების,კეთილგანწყობის, სიცილ-კისკისის და აქედან გამომდინარე, არ მესმის, მსგავსი ფორმატის გადაცემის არსებობის საჭიროება რაშია. ჰო, ისე საინტერესოა აჭარის ტელევიზიის დილის გასართობ-შემცნებით გადაცემა -"დილის ტალღის" წამყვანები გადაცემის მსვლელობის დროს, ფრაზას - "ამაღლებული განწყობა" რამდენჯერ იმეორებენ, ერთხელ შევეცადე დამეთვალა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი. ეს ხუმრობით,ისე კი, ბევრისგან მსმენია ამ გადაცემაზე ქილიკი, თუმცა, მაინც მგონია, რომ ვინც ამ გადაცემას აქილიკებს მათგან ბევრი უყურებს.

გიყვარს ბათუმი?

Изображение
ბათუმი ხო ყველას გვიყვარს.?! განსაკუთრებით ზაფხულში! როცა ზღვაზე დასვენება გინდათ.  თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც წვიმიანი ბათუმი უფრო მოსწონს. კი ბატონო არის ამაშიც რაღაც რომანტიული. დარწმუნებული ვარ ეს "რომანტიულობა" ერთი ორად გაორკეცდება როცა მოკირწლულ ქუჩებს და ულამაზეს ხედებს იხილავთ ახლო მომავალში. თუ უამისოდაც გიყვართ ბათუმი წვიმაშიც, თოვლშიც, ხვატშიც და ქარშიც (ფოთოლცვენა გამორიცხულია, აქ მარადმწვანე მცენარეებია მხოლოდ) მაშინ თქვენც თითქმის ბათუმელი ყოფილხართ.

ბუხართან მოსაყოლი თოვლიანი ამბები

Изображение
ბათუმში ბევრი ბლოგერი რომ იყოს, ალბათ ყველანი დღევანდელ თოვლიან დილაზე დაწერდნენ, მაგრამ კატასტროფულად ცოტანი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ დათომ უკვე გამოაცხო თოვლიანი პოსტი , მეც ისეთი თოვლიან–სენტიმენტალური ამბების მოყოლას ვაპირებ, ბუხართან ახლოს ყოფნას, თაფლიანი ჩაის წრუპვასა და იდილიურ სიმშვიდეში შეშის ტკაცუნის მოსმენას რომ მოგანდომებთ. გუშინ დავადგინე, რომ ყველაზე მკაცრი და თოვლიანი ზამთარი ბათუმში 1911–ში იყო. ორ მეტრზე მეტი თოვლი მოსულა და მთელი ქალაქი თოვლში ჩაიძირა თურმე. მერე მეგობრებმა ფოტოები მომიძებნეს, 1911 –ში გადაღებული. ერთზე ძველი კინოთეტრი, "აპოლო" სჩანს, რომელსაც ახლა "ინტერნაციონალი" ჰქვია და ისე აქვს ფასადი შეცვლილი, ცოტა ვინმე თუ იცნობს. მეორე მარინის პროსპექტზეა გადაღებული და ჩანს რა აკურატულადაა გასუფთავებული ქუჩა.

ორი ბათუმი

Изображение
ეძღვნება forum.ge –ზე ნანახ პოსტს: „დღეს დამესიზმრა ვითომ ბათუმში გადავედი საცხოვრებლად & ძალიან ძალიან ბედნიერი ვიყავი.. ბენეტონში ვმუშაობდი ბათუმის & სულ მარტო ვცხოვრობდი & არაფრის მეშინოდა ))) & თან ჩავედი თუ არა ზაგარი მქონდა ეგრევე ..“ რა მაგარი სიზმარიათქო ვფიქრობდი. არარსებული ფილმის ტრეილერს ჰგავს. წლების წინ, რომელიღაც რუსული არხიდან, წყნარი, მელოდიური მუსიკის ფონზე მესმოდა ფილმის ანონსი, აზრზე არ ვარ რა ფილმი იყო, ტექსტი კი დღემდე მახსოვს: „помнишь когда мы Жили вместе, ты закрывала магазин и мы занимались любовью весь вечер...“ ეს გამახსენდა რატომღაც. ალბათ იმიტომ, რომ ფორუმელის სიზმარიცა და ამ უცნობი ფილმის ტრეილერიც მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების ასოციაციებს იწვევს.

შენც გინდა "დამსვენებელი" გამოხვიდე?! :)

Изображение
სამსახურში ვარ. არასდროს მყვარებია ეს სიტყვა. იმიტომ რომ რადიო ჩემთვის ყოველთვის სამსახურზე, „ანუ ფიზიკურ-ინტელექტუალურ შრომით პროცესზე რომელსაც ბუღალტერიიდან ფინანსური ანაზღაურება მოყვება“, გაცილებით მეტი იყო . სასიამოვნოს,სასარგებლოს,საინტერესოს და საყვარელი საქმიანობის ერთგვარ  მიქსს  წარმოადგენდა. დღეს კი ეს ყველაფერი ცოტათი გახუნდა. რიგი მიზეზების გამო რომელთა გამოსწორების დიდი იმედი მაქვს. ერთი სიტყვით ახლა უკვე სამსახურში ვარ.

გიორგი ცაგარელი, ჩვენი დროის უდიდესი ფოტოჟურნალისტი

Изображение
არც ისე დიდი ხნის წინ ბლოგზე დავწერე პოსტი რომელიც ეხებოდა პროკრედიტის პროექტ  “proart” -ს. როდესაც მომივიდა წერილი პროკრედიტ ბანკისგან იმის შესახებ რომ ჩემი ფოტოები იქნებოდა პროექტში და ასევე პრეზენტაციაზე, იქვე ეწერა ჟიურის წევრები რომლებმაც აარჩიეს ზოგადად პროექტში მონაწილე ფოტოგრაფების ნამუშევრები.

ჩემი 90-იანები ...

Изображение
ახლა რომ ვიხსენებ მართლა მეცინება. განა იმიტომ რომ სასაცილო იყო . არა. უბრალოდ მართლა რა გამოგვივლია და ზოგჯერ არ გვახსენდება. თუმცა ზოგჯერ კი არა, თითქმის არასდროს. შევფუთეთ ზამთრის ტანსაცმელივით და სადღაც შორს, ღრმად გადავინახეთ. არადა მაშინ ხო ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მოვლენაც არა… ყოველდღიურობა. რამოდენიმე ხნის წინ ვიხსენებდით დეტალებს და სიცილით ვკვდებოდით. დიდი ხანი გასულა. მაგრამ ჩარჩა მოგონებას. თან ღრმად. როგორც დამსხვრეული ოცნების რაღაც ფრაგმენტი ცოტათი გაფერკმთალებული ბავშვობიდან.

"რაღაც ნაწილს ახალგაზრდების საბჭოთა მუსიკა გოიმობად მიაჩნდა - ცოტა ვსნობობდით :))"

Изображение
ვაგრძელებ საინტერესო ინტერვიუების "დაპოსტვას". ამჯერად, გთავაზობთ პატარა დიალოგს ჩემს ფეისბუქელ მეგობართან-ქალბატონ ნანასთან. - ქალბატონო ნანა, რუსულ მუსიკას არ უსმენთ? მხოლოდ ორჯერ ვნახე ზემფირას ლინკი გედოთ ფეისბუქზე:) - ახალგაზრა რომ ვიყავი, მაშინ არ ვუსმენდით, ახლა ცუდად ვიცნობ, ზემფირა ვიცი მარტო და მუმი ტროლი, არა, დდტ-ც დამილინკავს და აკვარიუმიც. - უბრალოდ, მამაჩემიც თქვენი ასაკისაა და რუსულ (საბჭოურ) მუსიკაში კარგად ერკვევა, ყველაფერი არ მოსწონს, მაგრამ რაღაცნაირი ნოსტალგია აქვს:) თქვენ კი ამ ნოსტალგიას ვერ გამჩნევთ, თითქოს საბჭოთა პერიოდში არ ცხოვრობდით. ყველგან, მაგრამ არა იქ:)