ვერამაღლებული განწყობა

არ მიყვარს დილის შემეცნებით-გასართობი გადაცემების ყურება, სადაც ცდილობენ "ამაღლებული განწყობა" შეუქმნან ტელემაყურებელს.იმიტომ, რომ არ მჯერა მასობრივი მხიარულების, ბედნიერების,კეთილგანწყობის, სიცილ-კისკისის და აქედან გამომდინარე, არ მესმის, მსგავსი ფორმატის გადაცემის არსებობის საჭიროება რაშია.


ჰო, ისე საინტერესოა აჭარის ტელევიზიის დილის გასართობ-შემცნებით გადაცემა -"დილის ტალღის" წამყვანები გადაცემის მსვლელობის დროს, ფრაზას - "ამაღლებული განწყობა" რამდენჯერ იმეორებენ, ერთხელ შევეცადე დამეთვალა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი. ეს ხუმრობით,ისე კი, ბევრისგან მსმენია ამ გადაცემაზე ქილიკი, თუმცა, მაინც მგონია, რომ ვინც ამ გადაცემას აქილიკებს მათგან ბევრი უყურებს.
მათ შორის მეც, როცა თავისუფალი დრო მაქვს ვერ ვიტყვი, რომ სიამოვნებით, მაგრამ, ინტერესით ვადევნებ თვალს, მაინტერესებს, რა ხდება ქალაქში, რა კულტურული ღონისძიებები ეწყობა, რა კონცერტები იმართება, ვინ ეწვევა ქალაქს და კიდევ ბევრი სხვა ამბები. თუმცა,რაც მე ყველაზე მეტად მომწონს და მაინტერესებს, იმას არც თუ ისე ხშირად უჩვენებენ და თუ უჩვენებენ, საკმაოდ უღიმღამოდ.

"დილის ტალღა" თავიდან-ბოლომდე ნაციონალური ტელევიზიაში გასული დილის გადაცემების ასლია. მიმბაძველობა და საკუთარი შესაძლებლობებით კმაყოფილება - აი ეს ორი რამ არის, რაც ამ გადაცემის ნახვისას მხვდება თვალში, ასევე, ერთსახოვნება, განვითარების და წინსვლის თითქმის არანაირი სურვილი, უზომოდ გაწელილი გადაცემის ქრონომეტრაჟი, მწირი შემოქმედებითობა, ერთი და იგივე, დაზეპირებული ფრაზებიის რახარუხი, ეს ყველაფერი ჩემზე და ვფიქრობ მაყურებელზეც საკმაოდ უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს.

შესაძლებელია, ამ ყველაფერს თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს, მათ შორის ის, რომ არ გააჩნიათ შესაბამისი ტექნიუკრი საშუალებები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბათუმი მაინც პატარა ქალაქია და ნაკლებადაა დატვირთული სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული მოვლენებით შესაძლოა ჭირდეს საინტერესო სიუჟეტების მომზადება.
ალბათ, კიდევ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს, მაგრამ ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, ეს მიზეზები ნაკლებად საინტერესოა.

Комментарии

  1. სულხან. მაგას მეც ვიტყვი :)
    ოჩი, საუკეთესო განწყობას რაც შეეხება. ეს ჩემი რადიოს ფრაზაა და სამივე: ბაჩოც, მინიკოც და გიოც მუსიკალური წამყვანები იყვნენ.(საერთოდ რადიო კადრების სამჭედლოა) აქედან ააქვთ ეტყობა გამოყოლილი. ვერ გადაერთნენ ტელესივრცეზე და ისევ რადიოს ტექსტით საუბრობენ :)თუმცა იქ უფრო თავისუფალნი იყვნენ და უკეთესებიც.
    ერთად ერთი ვინც შედარებითი განვითარება განიცადა, ეს ბაჩოა. საკმაოდ კარგი, ნიჭიერი ბიჭია. რაც მოსწონს იმას კარგად აკეთებს. ეს კი მისთვის შუალედური რგოლია, რომელზედაც ზედმეტ ენერგიას არც ხარჯავს.

    ОтветитьУдалить
  2. სამწუხაროდ არსებობს ერთადერთი მიზეზი _ ეს არის არაპროფესიონალიზმი, შემდეგ კი ემატება უვიცოა, რეგვენობა და კიდევ ბევრი უუუუუუუუუუუუუუუუუ...

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

დატოვე გამოხმაურება :)

Популярные сообщения из этого блога

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

ჩემი 90-იანები ...