Сообщения

Сообщения за июль, 2010

გინდა კოლხური სამკაული?

Изображение
ადრე შეგპირდით რომ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს ვეწვეოდი 

გაწვიმებამდე

Изображение

მოლიპლიპე ტაკო და შადრევნების ხეივანი

Изображение
სიახლე არ იქნება რომ ვსქვა "საშინელი სიცხე იყო დღეს ბათუმში"-მეთქი. მთელი საქართველო დუღდა და გადადუღდა. წყალთან ერთად ზოგს სისხლიც აუდუღდა, რამოდენიმეჯერ შევესწარი ქუჩაში ექსტრემალურ "სტრიპტიზს", ვერ ასწრებდა ხალხი ზღვანდე და რა ექნათ?! არა და რას ხალისობდნენ პატარა ბიჭუნკელები?! დაილოცა სემინარი და კონდენციონერი. ლოლოები გვეკიდა, თეთრ დათვებს და პინგვინებს ვეჯექით გვერით, სარკმელზე ყინვის ჩუქურთმებიც გაჩნდა ისე გავყინეთ ოთახი. ასე სიცივე არც ახსოვს როდის მესიამოვნა ბოლოს.

გადაიფარე ზღვა

Изображение
ჩართე.... და გადაიფარე ზღვა             თვალებს ხუჭავ, ცხელა. სხეულიც ისეა გახურებული რომ კენჭები უკვე აღარ გგონია ისეთი ცხელი როგორც მოსვლის დროს იყო. წევხარ გაუნძრევლად. ბრიზის ყოველი მოქროლვა უჩინარი, სასამო ტალღასავით გევლება სხეულზე და სახეზე ნეტარების ღიმილი გადაგირბენს.  ცხელა. თვალები დახუჭული გაქვს, მაგრამ ქუთუთოებში მაინც იღვრება მოლურჯო-მოიისფრო შუქი და გუბეზე დაცემული წვიმის წვეთივით ტოვებს სიბნელეში ფერად, ციცქნა რგოლებს. შორიდან ტალღის ხმა გესმის, ჩუმი, შემპარავი. გუშინდელივით თამამი არა. გუშინ სველი კენჭების ყრუ ხრაგუნიც მოჰყვებოდა მის ხმას.

უმადურ ბათუმელებზე და არა მხოლოდ მათზე

ასე მგონია, რომ ბათუმს და ბათუმ ე ლებს ყველზე მეტად ენერგია გვაკლია. არ ვიცი ამ უენერგიობას რა განაპირობებს, რატომ არის ქუჩები თითქმის მთელი წლის განმავლობაში მკვდარი ?! მხოლოდ ზაფხულში რატომ ცოცხლდება, ისიც დამსვენებლების ხარჯზე ?! ჩვენს ირგვლივ რატომ არის ტოტალური მოწყენილობა ?! ყველანი რატომ ვართ სახლებში შეყუჟულები და საკუთარ სივრცეში ჩაკეტილები ?! შესაძლებელია, ეს ყველა პატარა ქალაქისთვისაა დამახასიათებელი, ან კიდევ, პირად თუ სხვა პრობლემებთან იყოს დაკავშირებული.მოკლედ, არ ვიცი.

"გადაფხიკე და შენც გერგება 1 ქუჩა ბათუმში"

Изображение
* * * - გორკის, უკაცრავად ერას ქუჩას გაივლით? - არა, ცალმხრივია, ტელმანის ქუჩიდან გავდივარ * * * - გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით მიახლოებით სად არის ფარნავაზ მეფის ქუჩა? - ეს ქუჩაა. - ეს ხომ ტელმანის ქუჩაა? - უკვე აღარ, რამოდენიმე წელია, ფარნავაზ მეფის ქუჩაა - უღრმესი მადლობა, არვიცოდი. - :)

ბათუმი „ჩემია“

Изображение
ბათუმში პირველად რვა წლის წინ ჩამოვედი. მაშინ აბიტურიენტი ვიყავი და რუსთაველზე უნივერსიტეტში გამოცდებს ვაბარებდი. პირველ გამოცდაზე მახსოვს ჯინსის შარვალი მეცვა და მუხლებამდე ავიკეცე, ისე გავცურე ჩემი სადარბაზო. თავსხმა წვიმა იყო, ელავდა. პირველ წელს, ჩემი სახელი და გვარი ვერ ვიპოვე სტუდენტების სიაში. ანუ ვერ ჩავაბარე. ბათუმში ზუსტად ერთი წლის მერე ჩამოვედი მეორედ. ისევ გამოცდების ჩასაბარებლად :)

როგორც საკუთარი მოთხრობის გმირი

Изображение
ქართველმა კინომოყვარულებმა კარგად იციან, რომ პირველი ქართული მხატვრული ფილმი 1916 წელს გადაღებული „ქრისტინეა“. ეს სურათი მე არ მინახავს, „ქრისტინე“ პირველი „დიდების საკითხავი“ მოთხრობა იყო, რომელიც ავად ყოფნისას, ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში წამიკითხა ჩემმა უფროსმა დამ. ყავისფერი წიგნი იყო, მახსოვს, ყდაშემოცვეთილი. ვუსმენდი და ვგრძნობდი, რომ თანდათან სიცხე მიწევდა. მოთხრობის დასასრულს ისეთი ტირილი მოვრთე, რომ სასწრაფოდ ფინალის შეცვლა გახდა საჭირო. ახალი, ბედნიერი დასასრული ჩემმა დამ სახელდახელოდ მოიფიქრა და რამდენიმე წინადადებით მითხრა, რომ ქრისტინე სახლში დაბრუნდა და შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდაო. ტირილი კი შევწყვიტე, მაგრამ მანდამაინც არ დავიჯერე.

ნათხოვარს საკუთარი სჯობს!

Изображение
საერთოდ გურულებს გვიყვარდა უცნაური, ჟღერადი სახელები. მაგრამ მათი  დამრქვემნი ხშირ შემთხვევაში (იმ დროს) სახელის ეგზოტიკურობის მსხვერპლი იყვნენ ( ოლიმპიადა, სენსაცია, არისტოფანე, სოკრატე, ერთაოზა და ასე შემდეგ). მაგრამ არ მეგონა ეს ტენდენცია მშვიდობის სადღეგრძელოს მსგავსად თუ მოედებოდა ქვეყანასაც. რამოდენიმე ხნის წინ პრომეთე გაკვირვებული იყო ოლიმპზე, საქართველოში გამოქვაბული მქონია და არ ვიცოდი, ეტყობა სიმთვრალეში შევიბოდიალე და ცეცხლის სადღაც მაქ დამივარდაო... :)

დაგვიბრუნეთ “ბათუმელი დელფინები” :)

Изображение
ალბათ ბევრისთვის ცნობილია რომ წარსულში ერთ-ერთი ცნობილი და კარგი აკვარიუმი არსებობდა ქ. ბათუმში, რომელიც შექმნილა 1966 წელს, ვიკის საშუალებით ისიც გავიგე რომ შავი ზღვის, მტკნარი წყლის, აგრეთვე სხვა ზღვებისა და ოკეანეების ცხოველთა 60-მდე სახეობა ბინადრობდა ბათუმის აკვარიუმში, ასევე მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლდათ ბათუმის დელფინარიუმი.

მამი, აბა ზღვა???

Изображение
ჩვეულებრივი (თუ პირიქით, არ ვიცი) ბათუმური დღის მიწურული იყო - მზე სასწაულად აჭერდა, ჩემი კარლსონის სხვენად მონათლული კაბინეტი იმდენად გადახურდა, რომ ხრუშოვის ახალგაზრდობას მოსწრებული კონდიციონერი БК2000 იქეთ ითხოვდა შველასა და გაგრილებას. აქვე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მაღაზიაში ჩავედი, ცივი კოკა-კოლა ლაითის საყიდლად. გზად ფრონცქაობის აპოთეოზს, "პრივეტ იზ ბატუმას" ჩავუარე... უცებ კარები გაიღო და ორი არცთუ ისე დიდი წითელი მასა გამოვიდა ქუჩაში პრივეტიდან! თვალები კარგად დავაფოკუსე და ეს ორი წითელი მასა 2 ბათუმური მზისაგან დამწვარი თბილისელი გოგჩო იყო, თანაც ისეთი დამწვრები, რომ ფეხს სახსარში ვერ ხრიდნენ, სულ მთლიანად იყვნენ დამწვარნი!!! ერთად გავუხვიეთ მარჯვნივ თავდადებულზე (ძველ შაუმიანზე) ჭაობის მიმართულებით. ახლოს მოდიოდნენ და ძალაუნებურად მესმოდა მათი დაპუწკული საუბარი: ეხა ბულვარში მივდივართ აიააა??? ("რ"-ს საერთოდ არ ხმარობენ, მაგრამ ქედელები არ არიან, უბიალოდ გოგჩოები აიან იააა:)) ბათუმის ქუჩებში მკითხველზე უფრო გარკვეულმა უპასუხა "ქო, აბა იაა" - ი

გადარეული ზღვა

Изображение

ბათუმის თეატრი ეძებს აქტრისას

Изображение
თუ ხართ მსახიობი ქალი და ბათუმში ცხოვრებაზე ოცნებობთ, დროა სწრაფად მოემზადოთ, ეს შანსია. ბათუმის თეატრი ახალგაზრდა პროფესიონალ ქალ მსახიობებს აძლევს საშუალებას გახდეს მაღალ ანაზღაურებადი და პრესტიჟული თეატრის მსახიობი . 5 ივლისს , 12:30 წუთზე , რუსთაველის თეატრში , ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი , კოტე მარჯანიშვილის და სანდრო ახმეტელის პრემიების ლაურეატი , გიორგი თავაძე გამართავს ქასტინგს ახალგაზრდა პროფესიონალი ქალი მსახიობებისათვის .. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონზე: 877 90 40 41

დაიწყო. დიიდი სტუმრიანობა დაიწყო!!

Изображение
აუ, მაქ კაი ამინდებია ხოო?! ამ სიტყვების გაგონებაზე უკვე მბურძგლავს! რატომ? გეტყვით რაც მოყვება ამ ყველაფერს. -აუ მაქ როგორი ამინდებია? ხალხი ბევრია ხო ბულვარში? შენადა შვევულებას ვიღებ და წვიმები არ დამხვდება ხო?- ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს რომ შენგან ნებართვა ჩამოსვლის თაობაზე უკვე აღებულია. თუ უპასუხე "კარგი ამინდებია"-ო ეს იმას ნიშნავს რომ 2 დღეში კარზე ზარს უნდა ელოდე და ჩანთების ცვენას. თუ უთხარი რომ "წვიმიანია"-ო - მაშინ მინიმუმ 4 დღე გაქვს შუალედი. მაგრამ ყოველ საღამოს აბარებ “აჩოტს” თუ როგორი იყო დღე. ერთი სიტყვით ზაფხულის ცხელი სეზონი და დიდი სტუმრობა შეგიძლია გახსნილად გამოაცხადო.