ნათხოვარს საკუთარი სჯობს!

საერთოდ გურულებს გვიყვარდა უცნაური, ჟღერადი სახელები. მაგრამ მათი  დამრქვემნი ხშირ შემთხვევაში (იმ დროს) სახელის ეგზოტიკურობის მსხვერპლი იყვნენ ( ოლიმპიადა, სენსაცია, არისტოფანე, სოკრატე, ერთაოზა და ასე შემდეგ). მაგრამ არ მეგონა ეს ტენდენცია მშვიდობის სადღეგრძელოს მსგავსად თუ მოედებოდა ქვეყანასაც. რამოდენიმე ხნის წინ პრომეთე გაკვირვებული იყო ოლიმპზე, საქართველოში გამოქვაბული მქონია და არ ვიცოდი, ეტყობა სიმთვრალეში შევიბოდიალე და ცეცხლის სადღაც მაქ დამივარდაო... :)

ბათუმში სულ მალე ბერძნული რესტორანი გაიხსნება. ბერძნული კულტურის და არქიტექტურის ნიმუშებით დამშვენებული კიდევ ერთი ობიქეტი შეემატება ჩვენს ქალაქს. და განა ხდება რამე ცუდი ამით? არა! ტურისტს უნდა შესთავაზოთ უკვე ცნობადი ბრენდები, მითები, სახელები რომ ადვილად მოვიზიდოთ. ერთის მხრივ ეს ძალიან კარგი, იოლი და იაფი გზაა ტურისტის მოზიდვის. უკვე მზას იღებ ( მაგალითად მაკდონალდის სახით ) და გადმოგაქვს. ჩამოსულისთვის ცნობილია, სანდოა, შენ კიდე თავს არ იტკივებ ზედმეტი ფიქრით იმის თაობაზე თუ როგორ შეფუთო, გააპიარო და შესთავაზო  შენი ( ვიღაცა იტყვის “აბა რა უნდა ქნა, ჩვენი არ გვაქვს აბა”-ო და იმასაც იქ გავუშვებ სადაც სხვები გავუშვი, ბიბლიოთეკაში . როგორც ეს ღვთაებებზე კამათისას მოხდა)
ძალიან კარგია ბერძნული მითები რომ ვიცით. მაგრამ მერწმუნეთ, საბერძნეთში გაცილებით უკეთ იციან. იმიტომ რომ ეს მათია. უყვართ და საკმაოდ კარგად იყენებენ კიდეც. ასეთი ტემპით ამირანიც პრომეთედ იქცევა ჩვენთან. პრომეთე ხომ გაცილებით ცნობილია. ყველაფერი კი კარგი პიარის ამბავია,მეტი არც არაფრის. კარგი იქნებოდა ამ ამბავშიც თუ ჩაერეოდა ჩვენი მთავრობა. საქართველოს, როგორც არაჩვეულებრივად ლამაზი ქვეყნის პიართან ერთად ცოტაოდენი ყურადღება ეთნო კულტურის იმ ელემენტების წარმოჩენის საქმესაც მიაქციოს, რომელიც სავსებით შესაძლოა, კარგი შეფუთვის შემდეგ არანაკლებ ცნობადი გახდეს. ასეთი დაჟინებული პიარის შედეგი იყო თავის დროზე რუსთაველი რომ მეტ ნაკლებად გაიცნო ხალხმა (ახლა იქ ვისღა ახსოვს). არავინ სთქვას ვიღაცეებს მაინც ვერ ვაჯობებთო, არავის ჯობნას არ ვაპირებ, მე სხვისის დაბრალება არ მინდა. არ მინდა აქ ჩამოსული სტუმარი მხოლოდ იონურ და დორიულ  კოლონებთან, მედეას ძეგლთან, ნეპტუნის შადრევანთან და სამომავლოდ ბერძნული რესტორნის ფასადთან იღებდეს სურათს და არ ჰქონდეს საშუალება ამ სიშორეზე ჩამოსულს რაიმე საქართველოსთან ასოცირებულთან გადაიღოს ფოტო. ჰა-ჰა მაქსიმუმ აჭარული ხაჭაპური დაიჭიროს ხელში და "ბათუმგორის" ფერდზე დამონტაჟებულ წარწერა “ბათუმი”-ს ფონით დაიმშვენოს უკანახედი. (კოლონები კარგი, ეგ შემოგვრჩა )


ქალაქის სიმბოლო, ქოლგიანი დელფინი კარგა ხანს მოძრაობდა ქალაქში. ამ მოძრაობაში ქოლგაც დაკარგა, პალმის რტოც და ბოლოს გავიდა “დამკაში” თვითონაც სად არის აღარ ვიცი.



კი ბატონო, მართლაც ლამაზი სანახავია ჩამწკივებული ჩუნური სახლი, ჰოლანდიური წისქვილი, აჭარული სახლი, თურქული (ამას მხოლოდ მფლობელით თუ გამოარჩევ და შესაბამისი არქიტექტურით) რესტორანი. ბერძნულიც ამას მიემატება ალბათ. მაგრამ მაინც ცოტაა ( არა, სხვისი არა.. ჩვენი და ჩვენებურია ცოტააა). ქუჩა არ იძლევა იმის ინფორმაციას რომ შენ საქართველოში ხარ. ერთ უბრალო მაგალითს გეტყვით. ბათუმში არის არქეოლოგიური მუზეუმი. რომლის არსებობაზე არამც თუ ჩამოსულებმა, არამედ ადგილობრივებიდანაც ცოტამ თუ იცის ვინმემ. ეს რათქმაუნდა უშუალოდ მუზეუმის ცუდი მენეჯმენტის ბრალიც არის. მაგრამ ხომ შეიძლება ასეთი ფაქტებით ცოტა ზემოთაც ინტერესდებოდნენ. მითუმეტეს რომ მუზეუმი საინტერესო ექსკურსიის გარდა, ფრიად ორიგინალური, კოლხური სამკაულების, სასმისების,  იარაღების და სუვენირების საკმაოდ ფართო არჩევანსაც სთავაზობს დამთვალიერებელს . მაგრამ მისკენ გზა ბევრმა არ იცის. ( მალე შემოგთავაზებთ ვრცელ პოსტს )

ბევრს არ ვისაუბრებ რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს. უბრალოდ განახებთ რამოდენიმე ფოტოს. რომელიც არც თუ შორეულ მეზობელ ქვეყანაში, თურქეთშია გადაღებული. რომელსაც გაცილებით ნაკლებიაქვს თავისი სატრაბახო ვიდრე ჩვენ ან ბერძნებს. მაგრამ მიხვდები რომ ეს მათია და მათთან ხარ

დავიწყოთ უჩვეულო ადამიანით ეროვნულ სამოსში, რომელიც ალუბლის წვენს გთავაზობს. მერე რა რომ შედეგ გწეწავს.


მუსიკალურ ინსტრუმენთა მაღაზიები, არადა ჩვენზე მუსიკალური ერი არ არსებობსო ვიძახით. 




ვითომც და არაფერი. მაგრამ ეგეც ხო თვალში საცემია და მათთვის მორგებული?!



სავსებით შესაძლებელი იქნებოდა ამ ჩინელს ჩვენს სუვენირების მაღაძიასთან რომ გადაეღო სურათი, ასეთი მაღაზიების სიმრავლის და მათში ქართული პროდუქტის სიმრავლის შემთხვევაში.


კარგი, ამაზე არაფერს არ ვამბობ. ასეთ გრანდიოზულ ბაზრამდე...ოჰოჰოჰოოო
მაგრამ...




ამას ხომ მაინც ვიბრალებთ, სუნელების ოსტატები ვიყავით ოდითგანვე? არ ეწყინება ეგეც ტურისტს.


ასეთი პაწუა მაღაზიებიც არ აწყენდა ქართულ თექას და ხალიჩებს.
რამდენი ფოტოს დადება შეგიძლიათ რომელზედაც გამოკვეთით იტყვით. ეს ბათუმია. ( ბულვარს შეეშვით, მაგის გარდა )

მესმის რომ ეს ყველაფერი თურქული, აზიურია. მაგრამ იმასაც გეტყვით რომ ბათუმიც არარის მთლად ევროპული ქალაქი. აზიური შტრიხები ამ ქალაქსაც ეტყობა ელინურ და ქართულთან ერთად. ასე რომ, შეიძლება რაიმე მოიფიქროს ადამიანმა

გასაგებია რომ მოგვწონს ყველაფერი ევროპული და ამით დავუმტკიცებთ ვიღაცას : "ჩვენც ვიცით და გვაქვსო". მაგრამ რო მოიკითხონ თქვენი რა გაქვთო? არ თქვათ ახლა ქართულ სუფრაში ჩავახრჩობთ, ვუმღერებთ და ვუცეკვებთო...
კარგია რაც კეთდება. მაგრამ ამ მხრივაც რომ გაკეთდეს რამე, მერწმუნეთ არც ერთი ტურისტი არ აიბზუებს ცხვირს. იმედი მაქვს ამასაც მოევლება. მანამდე კი ბერძნული რესტორნის ბედი მაინტერესებს. ვაი და მასაც დააწერონ ერთ-ორ წელიწადში. ხაში და ხინკალი ( ეგეც კაი თემაა სხვათაშორის)

პ.ს. ამ თემას კიდევ დავუბრუნდები. სათქმელიც და გასაკეთებელიც მართლაც ბევრია.
პ.ს სრული სერიოზულობით
პ.ს მართლა


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

ჩემი 90-იანები ...

მე არ მომწონს მათი ბათუმი