Search This Blog

воскресенье, 24 октября 2010 г.

მე არ მომწონს მათი ბათუმი


არ მომწონს ბათუმი, სადაც შენობები ადამიანებზე უფრო მეტ ღირებულებას წარმოადგენენ და რომლის ხელისუფლება მათზე უფრო მეტად ზრუნავს ვიდრე ხალხზე.

вторник, 21 сентября 2010 г.

50 000 ლარი პირზე მომდგარი ნერწყვისთვის

რათქმაუნდა, კარგია, როცა ქალაქის ბიუჯეტიდან სხვადასხვანაირი კონკურსები თუ ფესტივალები ფინანსდება, მაგალიათად ისეთი ფესტივალი, როგორიც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოს ფესტივალია. დიდი იმედი მაქვს, რომ ბათუმის მერია მომავალში ამ ფესტივალის დაფინანსებას არა მხოლოდ გააგრძელებს, არამედ გაზრდის კიდეც. მაგრამ რამდენად შეგვიძლია კულტურულ ღონისძიებათ ჩავთვალოთ სილამაზის კონკურსი - "მის საქართველო," რომელიც უკვე მეხუთე წელია ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება?! ჩემი მოკრძალებული აზრით, სილამაზის კონკურსს კულტურასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, არანაირ ცოდნას არ იძლევა და არც შთაბეჭდილებებს ტოვებს, თუ არ ჩათვლით პოდიუმზე მოძრავ ლამაზ სხეულებს, თუმცა, ლამაზი სხეულების ხილვა მხოლოდ პოდიუმზე არ არის შესაძლებელი, ლამაზი გოგონა ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეგხვდეს, მაღაზიაში, კაფეში, ქუჩაში ან, ბოლოსდაბოლოს მთელი ზაფხული პლიაჟზე იმდენი არიან რამდენიც გინდათ! ასევე, რამდენადაც ვიცი, ამ სილამაზის კონკურსზე ყველა ადამინს დასწრების უფლება არ აქვს, ანუ, იმათ ვისი თანხებიდანაც ეს კონკურსი ფინანსდება არ შეუძლიათ საკუთარი თვალებით იხილონ მოდელები, მასზე დასწრება მოსაწვევით არის შესაძლებელი, მოსაწვევები კი კონკრეტულ ადამიანებს - მთავრობის წევრებს და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ურიგდებათ.
ჰოდა, ამისათვის 50 000 ლარის გადახდა რამდენად მიზანშეწონილია ეს თქვენ განსაჯეთ, მით უფრო მაშინ როცა, ჩვენს ირგვლივ უამრავი გაჭირვებული ადამიანია.
აჭარის ტელევიზიას კი, რომელიც ასევე ბიუჯეტიდან ფინანსდება გაჭირვებული ადამიანებისთვის არ სცალია და თავის საიტზე adjaratv.ge-ზე გვაიმედებს და გვამცნობს, რომ:""მის საქართველოს" მონაწილე გოგონები სამომავლოდ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოებში დასაქმდებიან და საქართველოს სხვადასხვა კონკურსებზე წარადგენენ. "

понедельник, 9 августа 2010 г.

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

"დღეს ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ასეთი მაღალინტელექტუალური და ცინცხალი იუმორით გაჟღენთილი სიტყვებით აუწყა საზაფხულოდ "ბათუმი Live"-ად გადაკეთებულმა გადაცემის წამყვანმა ტელემაყურებლებს ახალ ბულვარში დისკო კლუბ ბამბა რუმსის გახსნა. ტელეწამყვანმა არ დაინდო მაყურებელი, რომელიც ამდენი იუმორის ერთბაშად ეკრანიდან დენას შეჩვეული არაა და ჯერ კიდევ პირველი ხუმრობის შემდეგ ტელევიზორთან სიცილისაგან დაოსებული შველას ითხოვდა და მორიგი "მაღალინტელექტუალური" და "ზეცინცხალი" იუმორით გაჯერებული კითხვით მიმართა კლუბის სტუმრებს, თან არა ერთს (ანუ კიდევ უფრო არ დაინდო მაყურებელი): "რას შობი" და თან ამას საკონტროლო გასროლის მსგავსად საკუთარი სიცილიც დააყოლა!!! მაყურებელი მოკვდა ამდენი სიცილისაგან! დაგვინდეთ ბატონებო და ქალბატონებო, დაგვინდეთ, ასეთი რა დაგიშავეთ, რომ სიცილით გინდათ გაგვგუდოთ???

P.S. ჰო, სხვათაშორის, "რას შობი" თავის მხრივ ქართული სალიტერატურო ენის ისეთივე დარღვევაა, როგორც "ёგოя ქააა", ასე, რომ ყველამ საკუთარ "რას შობის" მოუაროს რა!!!

суббота, 10 июля 2010 г.

მოლიპლიპე ტაკო და შადრევნების ხეივანი


სიახლე არ იქნება რომ ვსქვა "საშინელი სიცხე იყო დღეს ბათუმში"-მეთქი. მთელი საქართველო დუღდა და გადადუღდა. წყალთან ერთად ზოგს სისხლიც აუდუღდა, რამოდენიმეჯერ შევესწარი ქუჩაში ექსტრემალურ "სტრიპტიზს", ვერ ასწრებდა ხალხი ზღვანდე და რა ექნათ?! არა და რას ხალისობდნენ პატარა ბიჭუნკელები?!
დაილოცა სემინარი და კონდენციონერი. ლოლოები გვეკიდა, თეთრ დათვებს და პინგვინებს ვეჯექით გვერით, სარკმელზე ყინვის ჩუქურთმებიც გაჩნდა ისე გავყინეთ ოთახი. ასე სიცივე არც ახსოვს როდის მესიამოვნა ბოლოს.

вторник, 6 июля 2010 г.

გადაიფარე ზღვა

ჩართე.... და გადაიფარე ზღვა           თვალებს ხუჭავ, ცხელა. სხეულიც ისეა გახურებული რომ კენჭები უკვე აღარ გგონია ისეთი ცხელი როგორც მოსვლის დროს იყო. წევხარ გაუნძრევლად. ბრიზის ყოველი მოქროლვა უჩინარი, სასამო ტალღასავით გევლება სხეულზე და სახეზე ნეტარების ღიმილი გადაგირბენს. ცხელა.თვალები დახუჭული გაქვს, მაგრამ ქუთუთოებში მაინც იღვრება მოლურჯო-მოიისფრო შუქი და გუბეზე დაცემული წვიმის წვეთივით ტოვებს სიბნელეში ფერად, ციცქნა რგოლებს. შორიდან ტალღის ხმა გესმის, ჩუმი, შემპარავი. გუშინდელივით თამამი არა. გუშინ სველი კენჭების ყრუ ხრაგუნიც მოჰყვებოდა მის ხმას.




воскресенье, 4 июля 2010 г.

უმადურ ბათუმელებზე და არა მხოლოდ მათზე

ასე მგონია, რომ ბათუმს და ბათუმლებს ყველზე მეტად ენერგია გვაკლია. არ ვიცი ამ უენერგიობას რა განაპირობებს, რატომ არის ქუჩები თითქმის მთელი წლის განმავლობაში მკვდარი ?! მხოლოდ ზაფხულში რატომ ცოცხლდება, ისიც დამსვენებლების ხარჯზე ?! ჩვენს ირგვლივ რატომ არის ტოტალური მოწყენილობა ?! ყველანი რატომ ვართ სახლებში შეყუჟულები და საკუთარ სივრცეში ჩაკეტილები ?!

შესაძლებელია, ეს ყველა პატარა ქალაქისთვისაა დამახასიათებელი, ან კიდევ, პირად თუ სხვა პრობლემებთან იყოს დაკავშირებული.მოკლედ, არ ვიცი.

>