Сообщения

Показаны сообщения с ярлыком "მოსაზრება"

"გადაფხიკე და შენც გერგება 1 ქუჩა ბათუმში"

Изображение
* * * - გორკის, უკაცრავად ერას ქუჩას გაივლით? - არა, ცალმხრივია, ტელმანის ქუჩიდან გავდივარ * * * - გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით მიახლოებით სად არის ფარნავაზ მეფის ქუჩა? - ეს ქუჩაა. - ეს ხომ ტელმანის ქუჩაა? - უკვე აღარ, რამოდენიმე წელია, ფარნავაზ მეფის ქუჩაა - უღრმესი მადლობა, არვიცოდი. - :)

როგორც საკუთარი მოთხრობის გმირი

Изображение
ქართველმა კინომოყვარულებმა კარგად იციან, რომ პირველი ქართული მხატვრული ფილმი 1916 წელს გადაღებული „ქრისტინეა“. ეს სურათი მე არ მინახავს, „ქრისტინე“ პირველი „დიდების საკითხავი“ მოთხრობა იყო, რომელიც ავად ყოფნისას, ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში წამიკითხა ჩემმა უფროსმა დამ. ყავისფერი წიგნი იყო, მახსოვს, ყდაშემოცვეთილი. ვუსმენდი და ვგრძნობდი, რომ თანდათან სიცხე მიწევდა. მოთხრობის დასასრულს ისეთი ტირილი მოვრთე, რომ სასწრაფოდ ფინალის შეცვლა გახდა საჭირო. ახალი, ბედნიერი დასასრული ჩემმა დამ სახელდახელოდ მოიფიქრა და რამდენიმე წინადადებით მითხრა, რომ ქრისტინე სახლში დაბრუნდა და შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდაო. ტირილი კი შევწყვიტე, მაგრამ მანდამაინც არ დავიჯერე.

ნათხოვარს საკუთარი სჯობს!

Изображение
საერთოდ გურულებს გვიყვარდა უცნაური, ჟღერადი სახელები. მაგრამ მათი  დამრქვემნი ხშირ შემთხვევაში (იმ დროს) სახელის ეგზოტიკურობის მსხვერპლი იყვნენ ( ოლიმპიადა, სენსაცია, არისტოფანე, სოკრატე, ერთაოზა და ასე შემდეგ). მაგრამ არ მეგონა ეს ტენდენცია მშვიდობის სადღეგრძელოს მსგავსად თუ მოედებოდა ქვეყანასაც. რამოდენიმე ხნის წინ პრომეთე გაკვირვებული იყო ოლიმპზე, საქართველოში გამოქვაბული მქონია და არ ვიცოდი, ეტყობა სიმთვრალეში შევიბოდიალე და ცეცხლის სადღაც მაქ დამივარდაო... :)