"გადაფხიკე და შენც გერგება 1 ქუჩა ბათუმში"

* * *
- გორკის, უკაცრავად ერას ქუჩას გაივლით?
- არა, ცალმხრივია, ტელმანის ქუჩიდან გავდივარ
* * *
- გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით მიახლოებით სად არის ფარნავაზ მეფის ქუჩა?
- ეს ქუჩაა.
- ეს ხომ ტელმანის ქუჩაა?
- უკვე აღარ, რამოდენიმე წელია, ფარნავაზ მეფის ქუჩაა
- უღრმესი მადლობა, არვიცოდი.
- :)

---
ეს და სხვა მრავალი სახელი რომელიც ქ. ბათუმის ქუჩებს ერქვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო რათქმაუნდა, თუმცა იმ დონეზე იყო გაჟღენთილი გონებაში ეს ყველაფრი რომ ახალ სახელებს ბევრი ძალიან რთულად ეგუებოდა, ალბათ დღეს ძალიან ცოტამ თუ იცის ან მხოლოდ ოფიციალურ განცხადებებში თუ იყენებენ.
სამარშუტო ტაქსებზე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი წარწერა: ერას ქ. იქვე ფრჩხილებში იხილავთ (გორკის ქ.) მაგრამ ვერ იხილავთ ეხლანდელ სახელს გორგილაძის ქუჩა.
ჯერ კიდევ მიუჩვეველ ქუჩებს კიდევ გვიმატებენ რამოდენიმე ახალ ქუჩას, ბარემ ერთად აითვისეთ ქუჩებიო...
ალბათ იცით რომ პატივისცემას დაფასება უნდაო...
"ბრძენთა საბჭოში" (ანუ ბათუმის საკრებულოში) ბევრი მსჯელობის შემდეგ მისულან იმ დასკვნამდე (ნუ ძალიანაც ვერ ვიჯერებ რომ მანდ იფიქრეს რაიმე ამ საკითხზე) რომ არ შეიძლება ესეთი პატივისცემის დავიწყება, გვიწყენს "შერატონის" მეპატრონეო ამიტომაც ძალიან მარტივად მიიღეს გადაწყვეტილება რომ ერთ-ერთი ქუჩა ყოფილიყო "შერატონის" მეპატრონის სახელობის...
ამ საამაყო ცერემონიალის შემდეგ დღესაც გავიგე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რომელიც ისევ ბათუმის ახალ ქუჩას ეხება... მოკლეთ ისევ დაგვდეს პატივი, რაც გამოიხატება იმაში რომ ქ. ბათუმისთვის გამოუგზავნიათ 10 ათასი პალმა საჩუქრად (საიდან არვიცი, ალბათ სუფთა არაბულია) მიხედეთ გადათხრილ ქუჩებს, ისედაც ლამაზი ბათუმი კიდევ დაამშვენეთო, ამ შემთხვევაში უკვე "ბრძენ" ხალხს ფიქრი აღარ დაჭირდათ, ამბავი არ "გაცივებულა" რომ ეგრევე ქუჩაც შეირჩა და სახელიც, მითუმეტეს ამ გაგანია ტურისტულ სეზონში ალბათ საჭიროა ინფორმაცია მივაწოდოთ ტურისტებს და ადგილობრივებმაც ვიცოდეთ რომ ხიმშიაშვილიდან ლეონიძის ქუჩამდე მონაკვეთს არაბი შეიხის, ნახაიან მაბარაკ ალ ნახაიანის სახელი ეწოდება. გგონიათ ძნელად დასამახსოვრებელი იქნება ეს სახელი? არა, იმ ქართულ გვარებზე უკეთ დაიმახსოვრებს ხალხი ამ გვარსა და ქუჩას! თუმცა ჩემი აზრით უფრო მეტი პრობლემაა ეს ვიდრე მხოლოდ ქუჩისა და სახელის დამახსოვრება...
მსგავსი ფაქტი მე პირადად არცერთ ქვეყანაში არ მსმენია, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ ინვესტიცია როგორც ქვეყენის ასევე თავისი მეპატრონის სარგებელიც არის, აქედან გამომდინარე ვფიქრობ ეს არ წარმოადგენს ისეთ დამსახურებას რომ რომელიმე სასტუმროს მეპატრონეს ერგოს წილად ის პატივისცემა რომ დაერქვას თავისი სახელი რომელიმე ქუჩას, ამ შემთხვევაში მე პირადად ვერ ვხედავ ქალაქის მიმართ რაიმე დამსახურებას, შეიძლება რომელიმე კონკრეტულ პიროვნებასთან/"ჯგუფთან" ქონდეს რაიმე პირადი პატივისცემა და დამსახურება მაგრამ ქალაქისთვის? იქნებ თქვენ მაინც მითხრათ ამ დამსახურების შესახებ უფრო დეტალურად თორემ მე ძალიან მწირე ინფორმაციას ვფლობ :)
ალბათ ისღა დაგვრჩენია რომ ერთმანეთს "მივულოცოთ" ქ. ბათუმის, ახალი ქუჩის სახელი და ვიყოთ "მოლოდინში" ქალაქის ახალი სახელისთვის... :)

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

ჩემი 90-იანები ...