Search This Blog

понедельник, 9 августа 2010 г.

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

"დღეს ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ასეთი მაღალინტელექტუალური და ცინცხალი იუმორით გაჟღენთილი სიტყვებით აუწყა საზაფხულოდ "ბათუმი Live"-ად გადაკეთებულმა გადაცემის წამყვანმა ტელემაყურებლებს ახალ ბულვარში დისკო კლუბ ბამბა რუმსის გახსნა. ტელეწამყვანმა არ დაინდო მაყურებელი, რომელიც ამდენი იუმორის ერთბაშად ეკრანიდან დენას შეჩვეული არაა და ჯერ კიდევ პირველი ხუმრობის შემდეგ ტელევიზორთან სიცილისაგან დაოსებული შველას ითხოვდა და მორიგი "მაღალინტელექტუალური" და "ზეცინცხალი" იუმორით გაჯერებული კითხვით მიმართა კლუბის სტუმრებს, თან არა ერთს (ანუ კიდევ უფრო არ დაინდო მაყურებელი): "რას შობი" და თან ამას საკონტროლო გასროლის მსგავსად საკუთარი სიცილიც დააყოლა!!! მაყურებელი მოკვდა ამდენი სიცილისაგან! დაგვინდეთ ბატონებო და ქალბატონებო, დაგვინდეთ, ასეთი რა დაგიშავეთ, რომ სიცილით გინდათ გაგვგუდოთ???

P.S. ჰო, სხვათაშორის, "რას შობი" თავის მხრივ ქართული სალიტერატურო ენის ისეთივე დარღვევაა, როგორც "ёგოя ქააა", ასე, რომ ყველამ საკუთარ "რას შობის" მოუაროს რა!!!

23 комментария:

  1. ეგ ყველაფერი ფილმ "ბრუნო"-ს ქართულ ვარიანტს მაგონებს. მართლა ძьაან "იმუორის" ნაკადია. "ბლანდინკა ვ შოკოლადე" ქართულად :)
    რაც შეეხება რას შობი-ს ვენაცვალე ყველას ვინც ამას ალალად კითხულობს. დანარჩენმა თავიანთ " აი იაღაცნაირი რააა.."ს მიხედონ :)

    ОтветитьУдалить
  2. lol ეგ კილოზე ხუმრობა მარაზმია უკვე. არადა მე როგორ მომწონს აჭარულ-გურული დიალექტით შეზავებული ბათუმური :)) ისევე როგორც ქუთაისური, თბილისური და ბოლნისური „ქართული“. ქალაქური მეტყველება ძალიან სპეციფიური, ეკლეკტური და საინტერესოა, ნუ „ვსვავ" და „ვჭავ"-ს მირჩევნია :))) დიალექტი ენას ამდიდრებს და დაცინვის საგანი მხოლოდ დაბალი ინტელექტის ხალხისთვის ხდება. არავის ინტელექტზე არ მინდა საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა.

    ОтветитьУдалить
  3. რა საცოდავია ეს თიკო სადუნიშვილი :) ამჯერად თბილისს ინდობს და ბათუმზე გადავიდა ეტყობა .

    ОтветитьУдалить
  4. ფუ!
    გუშინ ვნახე ამ გოგოს გადაცემის ანონსი და გავშტერდი :| ვინც არ იცის, მართლა დაიჯერებს, რომ მთელი საქართველო კლუბებში დადის და არ იცის, რომელი გარდერობიდან გამოიღოს ძვირფასი ტანსაცმელი. უტვინო და უწიგნურების ზეიმი გამაგიჟებს მე :|

    ОтветитьУдалить
  5. მე მაპატიეთ უცენზურო ლექსიკა მაგრამ უნდა ვთქვა

    ეგ თიკო არის მეგა ყლექალა! :)

    ОтветитьУдалить
  6. ეგ მარტო თიკოს „იუმორი“ არ არის ისე, ბათუმურ კილოზე ბევრი შაყირობს, მთავარია როგორ. და კიდევ ერთი ბათუმელებო, არ დამესხათ ეხლა თავს და ცოტა თვითირონია არც ჩვენ გვაწყენდა, თორემ ხანდახან ზედმეტად მტკივნეულად აღვიქვამთ რაღაც-რაღაცაებს, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს ამას, ვიცი, მაგრამ მაინც. :))

    ОтветитьУдалить
  7. ნან,

    როცა ბათუმურ კილოზე ბათუმელი საუბრობს ამას სულ სხვა მარილი აქვს. აი თაკო, ან თუნდაც ვინმე მაკო და პაკო,რომ ცდილობს ბათუმური კილოთი მოხიბლოს და განგვაცვიფროს სრულიად საქართველო, ეს ისეთივე უმ და უგემურ კერძს ემსგავსება,როგორი გადაცემაც არის.

    SUXO

    ОтветитьУдалить
  8. სუხო - მაგაზე არავინ დაობს, ცოტა სხვა რამ მქონდა მხედველობაში, კი იცი შენ :))

    მოხიბლვა და განცვიფრება ნაკლებად უნდოდა მაგას, გაიშაყირა. კილოზე შაყირი ზოგადად ძალიან გამაღიზიანებელია, რაღაც „ჯეოსთარი" რომ იყო, იქ ერთი დარბაისელი ექსპერტი რომ უზით, იმან დასცინა მონაწილეს "მომზადილი თუ არ იყავი არ უნდა მოსულიყავიო", არადა რა საშინლად მეტყველებს ის ქალი, იმ ბიჭის კუთხური, მაგრამ ნაღდი ქართული ბევრად სჯობს "ექსპერტის" გადატყლარჭულ და ბარბარიზმებით გაძეძგილ „სვეცკობას".

    ОтветитьУдалить
  9. ნუ თქვენ ხო ხართ მოწოდების სიმაღლეზე დაა ეხლა სხვის გასაკიცხად მოიცალეთ???: )) დეტალებში იცით გადაცემა და რომ არ გაინტერესებდეთ არც გეცოდინებოდათ ხო? ფაქტიაა!!!: )))

    ОтветитьУдалить
  10. "გასაკიცხად" ყველას ყოველთვის სცალია, ეგ არაა პრობლემა და გადაცემა რომ გვინახავს თავი ვიმართლოთ ნენე თუ რა? ასეა საქმე? :))

    ОтветитьУдалить
  11. ნან, სხვა გადაცემებშიც არის გასარჟებული აჭარული დიალექტი...მაგრამ რატომღაც ამ გოგოზე გაამახვილეთ ყურადღება...თან ისე ლაპარაკობთ, თითქოს ეს გადაცემა თქვენ დონეს არ შეესაბამებაა...თან ყველაფერი იცით ამ გადაცემაზე...ერთ-ერთ ბიჭს კიდევ ისეთი კომენტარი აქვს დატოვებული, მარაზმია უბრალოდ გოგოზე ასე ილაპარაკო, როგორიც არ უნდა იყოს...

    ყველაფერთან ერთად, როცა ასე მაღალფარდოვნად მსჯელობთ ისეთ გადაცემაზე, რომელიც უბრალოდ გასართობად არის შექმნილი და არა შემეცნებისთვის...ესეც ხომ ცუდი მომენტიაა...: ) ბრბოს პოზიციას გავს ეს ყველაფერი და ალბათ ამან გამაღიზიანა...

    ОтветитьУдалить
  12. Nene:

    ეგ ერთ ერთი ბიჭი უბრალოდ ფაქტის კონსტატირებას ახდენს,

    + ეგ მისი სუბიექტური აზრია რომელსაც ძააააააააააალიან ახლოს არის ჭეშმარიტებასთან.

    ახლა ფემინისტური მარაზმი და გენდერული ფსევდო სოლიდარობა არ დაიწყოთ ძალიან გთხოვთ :))

    ახლა კი
    Have a nice day

    Мавр сделал свое дело, мавр должен уйти»

    ОтветитьУдалить
  13. აი ახლა კი რომელიღაც აგრესიული ფემინისტი მოვა და დაპოსტავს რომ მე ვარ შურიანი და აზაბოჩენნი მამრი რომელსაც ახალგაზრდა, ლამაზი ქალის კარiერული წარმატება შურს და აღიზიანებს :))))))))))))))))))

    ОтветитьУдалить
  14. ფემინისტური მარაზმი

    გენდერული ფსევდო სოლიდარობა

    აგრესიული ფემინისტი

    აზაბოჩენნი მამრი

    lool მოულოდნელი იყო.

    ОтветитьУдалить
  15. ნენე, დავიწყოთ იქედან, რომ "გასარჟებული" არა და გაშარშებული. მერე მეორე, ეს არის გადაცემა, რომელიც არ ვიცი რამდენად დამიჯერებ, მაგრამ მაინც გეტყვი, სრულად არასოდეს მინახავს (და მის მაღალაკადემიურობასა და მის მაღალინტელექტუალობაზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ ფაქტის კონსტატირება იყო)!!! მერე მესამე, სხვა გადაცემები არის იუმორისტული და იქ ალბათ უნდა იყოს გაშარჟებული(რამდენად კარგადაა ეს გაკეთებული, ეს უკვე მეორე საქმეა). მეოთხე: რაც შეეხება ბრბოს - ბრბოს პოზიციას თქვენი აზრი უფრო ჰგავს - თქვა ქალმა და რა ვქნათ ახლა??? ამიტომ, სანამ ვინმეს ბრბოდ მოიხსენიებდეთ, კარგად დაფიქრდით, ამ ბრბოს ნაწილი თავად ხომ არა ხართ!!!
    რაც შეეხება კონკრეტულ ამ შემთხვევას, ეს არ გახლავთ ჩემი პირველი პოზიცია წამყვანების არაკორექტულობასთან დაკავშირებით! 10 ქართველი წამყვანი რომ დააყენოთ და სთხოვოთ, ქართული ტრადიციული სახელი "გიორგი" წარმოთქვან, 10-დან 8 მაინც გეტყვით "გёრგი", ან სთხოვეთ წარმოთქვან იაპონია, რას მიიღებთ? яპონя!!! არ დაგღალათ ტელე ეკრანიდან გამუდმებით "გამარჯობათ', "ფაქტიურად" და ასეთებმა??? თუ თქვენ არ მოგწონთ ის, რაც დავწერე, უკვე თქვით და გამოთქვით თქვენი მოსაზრება, მაგრამ მოდით ბრბოს ნურავის დაუძახებთ!!! მე თავადა ვარ წამყვანი და პირველ რიგში საკუთარ თავს ვერ ვპატიობ ხოლმე ქართული ენის დამახინჯებას და უკვე შემდეგ სხვებს!

    პ.ს. რაც შეეხება იმ ქალბატონს, სულ რამდენი წიგნი ექნება წაკითხული? ხელის თითები დაგვრჩება ალბათ, ვერ შევავსებთ, მაგრამ იმ წაკითხულებში აუცილებლად ექნება წაკითხული კოელიოოოო!!! :) და ქართული ენისა და დიალექტების შესახებ ალბათ ყურიც არ ენქება მოკრული. თუ თქვენც არ იცით, გეტყვით, რომ ენას(როგორც ცოცხალ ორგანიზმს) დიალექტები ასაზრდოებენ და ხელს უწყობენ არსებობაში და არგო და ჟარგონი კლავს!!! ასე, რომ იმ ერთერთმა ბიჭმა, აბსოლუტურად სწორი დეფინიცია მოახდინა მასზე სახელის შერჩევისას! აბა კაქაააააათ!!!!

    ОтветитьУдалить
  16. ოო, აქ რა საინტერესო დებატები დაწყებულა ჩემს არ ყოფნაში. მომწონს, მომწონს
    ნენე - მადლობა განსხვავებული აზრისთვის, ხო ხედავ როგორ გაივსო ველი :) მესმის რომ ცოტათი გადაჭარბებული ყურადღება ეთმობა ამ გადაცემას. გემრიელი საკრიტიკოა. ეს შავი პიარიც თავისას შვება რათქმაუნდა. მართლა არ მაქვს არც ერთი გამოშვება ბოლომდე ნანახი. აზრის გამოსატანად ის უნიკალური ანონსებიც საკმარისია და მე თუ მკითხავ მარტო ეგ ანონსები რომ დარჩეს არც ამ შემთხვევაში წააგებს გადაცემა :)
    კი ბატონო გათვლილია გარკვეული სეგმენტისთვის, ვისთვისაც სლენგით და კასტრირებული ქართული ენით საუბარი ჩვეულ ამბავს წარმოადგენს. მაგრამ ეგ ეკრანი ხომ მარტო მაგათვის არ ციმციმებს. სხვებიც უყურებენ და შესაბამისად აზრსაც გამოსთქვამენ.
    ისიც მესმის რომ შესაძლოა (კი არა და ასეა)ჩემი აზრი მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს როგორც ჩემთვის გუალალუმპურის ზოოპარკის ბინადარი ლემურის ბანანის დიეტა. მაგრამ რაკი ეს საზოგადოებისთვის კეთდება და იმედია არა ბრბოსთვის, ვიტოვებ აზრის გამოთქმის უფლებას (გმადლობთ)
    მოწოდების სიმაღლეზე არ ვარ. მართალი ხარ. მაგრამ დიდი სიამოვნებით ვეკითხები ჩემს მეგობარს რას შობის, იმიტომ რომ ვიცი ალალად მიპასუებს და "პუბლიკაზე" არ ითამაშებს "იავი აბაა..შეენ!?"

    ОтветитьУдалить
  17. ჰერმან ჰესე _ "ნენე, დავიწყოთ იქედან, რომ "გასარჟებული" არა და გაშარშებული. " ალბათ გინდოდა გაშარჟებული დაგეწერაა...ჩემ შემთხვევაში ტექნიკური ხარვეზი იყო... Shift+S-ის ამბავში...დანარჩენზე კი რა გითხრა..უბრალოდ მეღიმება, რა გახდა განსჯის საგანი, როცა იმდენი თემა არის სადისკუსიო, რომელზეც კამათი და აზრის დაფიქსირება ღირს, "რო იავიიიი" ...: )

    Social Drinker..ფემინიზმი არაფერ შუაშია......შეგეძლო შენი აზრი ცოტა მოკრძალებულად დაგეფიქსირებინა თიკოსთან დაკავშირებით, საერთოდაც არ იყო საჭირო პიროვნებას შეხებოდი...თორე ჭორიკანა და სუსტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ...

    Da-v-iD, გემრიელი კი არა ყველაზე მარტივი საკრიტიკოა: ) რამოდენიმე მაღალფარდოვანი სიტყვით ვიღაცის მიწასთან გასწორება და უკვე კარგი ტიპი ხარ: )

    ОтветитьУдалить
  18. Nene:
    http://www.funnymotivationalposters.info/wp-content/uploads/2010/04/Double-Facepalm.jpg

    ОтветитьУдалить
  19. Social Drinker: რომ მეკუთვნოდეს, ნამდვილად ენამოსწრებული პასუხი იქნებოდა შენი მხრიდან..: ))

    ОтветитьУдалить
  20. magan tavis zedersk ixvra moxvras mixedos
    leqsentan ertad ro amugamebda xolme odesme scenaze :D :D

    ОтветитьУдалить
  21. "ёგოя ქააა" VS "რას შობი" :)))

    ОтветитьУдалить

დატოვე გამოხმაურება :)

< >