50 000 ლარი პირზე მომდგარი ნერწყვისთვის

რათქმაუნდა, კარგია, როცა ქალაქის ბიუჯეტიდან სხვადასხვანაირი კონკურსები თუ ფესტივალები ფინანსდება, მაგალიათად ისეთი ფესტივალი, როგორიც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოს ფესტივალია. დიდი იმედი მაქვს, რომ ბათუმის მერია მომავალში ამ ფესტივალის დაფინანსებას არა მხოლოდ გააგრძელებს, არამედ გაზრდის კიდეც. მაგრამ რამდენად შეგვიძლია კულტურულ ღონისძიებათ ჩავთვალოთ სილამაზის კონკურსი - "მის საქართველო," რომელიც უკვე მეხუთე წელია ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება?! ჩემი მოკრძალებული აზრით, სილამაზის კონკურსს კულტურასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, არანაირ ცოდნას არ იძლევა და არც შთაბეჭდილებებს ტოვებს, თუ არ ჩათვლით პოდიუმზე მოძრავ ლამაზ სხეულებს, თუმცა, ლამაზი სხეულების ხილვა მხოლოდ პოდიუმზე არ არის შესაძლებელი, ლამაზი გოგონა ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეგხვდეს, მაღაზიაში, კაფეში, ქუჩაში ან, ბოლოსდაბოლოს მთელი ზაფხული პლიაჟზე იმდენი არიან რამდენიც გინდათ! ასევე, რამდენადაც ვიცი, ამ სილამაზის კონკურსზე ყველა ადამინს დასწრების უფლება არ აქვს, ანუ, იმათ ვისი თანხებიდანაც ეს კონკურსი ფინანსდება არ შეუძლიათ საკუთარი თვალებით იხილონ მოდელები, მასზე დასწრება მოსაწვევით არის შესაძლებელი, მოსაწვევები კი კონკრეტულ ადამიანებს - მთავრობის წევრებს და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ურიგდებათ.
ჰოდა, ამისათვის 50 000 ლარის გადახდა რამდენად მიზანშეწონილია ეს თქვენ განსაჯეთ, მით უფრო მაშინ როცა, ჩვენს ირგვლივ უამრავი გაჭირვებული ადამიანია.
აჭარის ტელევიზიას კი, რომელიც ასევე ბიუჯეტიდან ფინანსდება გაჭირვებული ადამიანებისთვის არ სცალია და თავის საიტზე adjaratv.ge-ზე გვაიმედებს და გვამცნობს, რომ:""მის საქართველოს" მონაწილე გოგონები სამომავლოდ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოებში დასაქმდებიან და საქართველოს სხვადასხვა კონკურსებზე წარადგენენ. "

Комментарии

  1. შესაზლოა სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის ეგ კონკრეტული თანხა სპეციალური, მიზნობრივი პროექტებიდანაც გამოძებნოს. მაგ 50000 ლარის დახარჯვა კი იმ პროექტებზეც შეიძლება რაც კუთვნილი ბიუჯეტის გამო სათანადოდ ვერ ჩატარდა , ან რაიმე მიაკლდა. კონკრეტულად ბიაფზეც რომ გამოყოფილიყო დამატებით თანხები, (ან ეს სამომავლოდ მაინც მოხდეს) გაცილებით კარგ და წელში გამართულ ფესტივალს მივირებთ. ეჭვგარეშეა რომ კინოფესტივალს გაცილებით დიდი წონა აქვს ვიდრე "სილამაზის კონკურსსსს"

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

დატოვე გამოხმაურება :)

Популярные сообщения из этого блога

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

ჩემი 90-იანები ...