Search This Blog

четверг, 1 июля 2010 г.

დაგვიბრუნეთ “ბათუმელი დელფინები” :)


ალბათ ბევრისთვის ცნობილია რომ წარსულში ერთ-ერთი ცნობილი და კარგი აკვარიუმი არსებობდა ქ. ბათუმში, რომელიც შექმნილა 1966 წელს, ვიკის საშუალებით ისიც გავიგე რომ შავი ზღვის, მტკნარი წყლის, აგრეთვე სხვა ზღვებისა და ოკეანეების ცხოველთა 60-მდე სახეობა ბინადრობდა ბათუმის აკვარიუმში, ასევე მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლდათ ბათუმის დელფინარიუმი.
დელფინარიუმი რომელიც ბავშვებსაც და მოზარდებსაც სიხარულს მატებდა მითუმეტეს იმ შავ-ბნელ პერიოდში როდესაც არსებობდა დელფინარიუმი :) სამწუხაროდ მე არც ისე კარგად მახსოვს რომ დეტალურად ვისაუბრო დელფინარიუმზე მაგრამ იმედია მეგობრები დაამატებენ კომენტარის სახით ინფოს ბათუმის დელფინარიუმზე, ვფიქრობ უფრო მეტი უნდა ახსოვდეთ ასე რომ მე შევეცდები ცოტაოდენი რამ სხვა ქვეყნის სხვა დელფინარიუმზე მოგითხროთ, უფრო კი ფოტო მასალას მოვიშველიებ :)
უკრაინის ქ. ხარკოვის ერთ-ერთ პარკში სეირნობისას მოვხვდი ტერიტორიაზე, სადაც რაოდენობრივად ბევრი ხალხი შეკრებილიყო, მიახლოებისას კი ნათლად გამოჩნდა შენობა სადაც განთავსებული ყოფილა დელფინარიუმი "Nemo" 4 დელფინი და ოკეანეების ცხოველთა სხვადასხვა სახეობა ბინადრობს... შენობაში დამონტაჟებული მონიტორებისა და გამჭირვალე მინების საშუალებით ოდნავ შევძელი რომ შორიდან მაინც თვალი შემევლო დელფინებზე, ამ სანახაობით მოხიბლულმა გადავწყვიტე რომ ერთ მშვენიერ დღესაც მომენახულებინა დელფინარიუმი რაც ძალიან მაინტერესებდა... რამოდენიმე დღის წინ როდესაც მოვხვდი "პარადზე" ("Парад невест 3" - ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით დავწერ უფრო დეტალურად) სადაც მონაწილეობდა 50 უკრაინელი დედოფალი :) პროგრამის განრიგში კი ერთ-ერთი ვიზიტი იყო დელფინარიუმში, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა პროგრამა დელფინების შესრულებით, იქ შესვლის იმედი ნამდვილად არ მქონდა რადგან არ ვიცოდი თუ ამ "პარადზე" საჭირო იქნებოდა აკრედიტაცია ასე რომ არა ოფიციალურად როგორც შემეძლო ისე ვაკეთებდი ჩემთვის რეპორტაჟს :) დელფინარიუმში "დედოფლების" შესვლისას კი მოხერხდა ისე რომ მეც იმ ფოტოგრაფების რიგში აღმოვჩნდი ვინც აკრედიტირებულები იყვნენ და ევალებოდათ რეპორტაჟის გაკეთება, ამის შემდეგ კი ჩემი განწყობა სულ სხვა გახდა, უფრო მხიარული რადგან უდიდესი სიამოვნება მომანიჭა დელფინების მიერ შესრულებულმა პროგრამამ, ძალიან კარგად გაწვრთნილი დელფინები იყო, შეძლეს სიმღერა (ოღონდ არა 3 ხმაში :) ) ვალსის ცეკვა და სხვა უამრავი სასიამოვნო თამაშის მომსწრენი გავხდით :)
ეხლა კი რამოდენიმე ფოტოს დავდებ იმისათვის რომ მივხვდეთ თუ რატომ არ უნდა იხსნებოდეს ბათუმის დელფინარიუმი 10-ჯერ ისიც უდელფინოდ :))


დელფინები ვალსის ცეკვის დროს:







7 комментариев:

  1. იცი რა ფილმი გამახსენდა? ნინო სიხარულიძე რო თამაშობს მთავარ როლს. "მეტიჩარა" საწყალ დელფინზე როა, გოგონას იდიოტური ახირების გამო რო კვდება... ეს აქ რა შუაშია. ისე ვერ ვიტან მაგ ფილმს თორემ
    ისე მეც მომენატრა ჩვენი დელფინარიუმი.

    ОтветитьУдалить
  2. samwuxardo batumis delfinariumi ar maxsovs.
    kargi postia mshvenieri fotoebit

    ОтветитьУдалить
  3. ოჩი, ზაზა ჯერ უკრაინელ დელფინებზე სწავლობს, მერე ჩვენსას რო კარგად გადაუღოს :)

    ОтветитьУдалить
  4. დათო, მონატრება ერთია და აი რომ გამოვედი დელფინარიუმიდან ვერ წარმოიდგენ როგორ მხიარულ განწყობაზე ვიყავი :) მარტივად რომ ვთქვა ძალიან ვისიამოვნე რა იქ ყოფნით :)

    ოჩი, მადლობა ფოტოების მოწონებისთვის :))

    დათო, მეცადინეობები მაქვს დელფინარიუმში, პრაქტიკებზე გამომიშვეს დელფინარიუმიდან :)))))))

    ОтветитьУдалить
  5. სხვათაშორის, ჩვენთან (როცა იქნება) სპეციალური სეანსები დაიგეგმება სადაც, მცირე ბასეინში, დელფინთან ერთად ჩაგიშვებენ. მისი ულტრაბგერები დადებითად მოქმედებენ მრავალ ავადმყოფობაზე

    ОтветитьУдалить
  6. ხო ეგ ძალიან კარგია, მაგისთვის ხალხი სხვადასვხა ქვეყანაში დადის რომ მაგის მეშვეობით განიკურნონ და მაგ სეანსებსაც თუ გააკეთებენ ეგ ძალიან კარგი იქნება.

    ОтветитьУдалить

დატოვე გამოხმაურება :)

< >