Search This Blog

воскресенье, 4 июля 2010 г.

უმადურ ბათუმელებზე და არა მხოლოდ მათზე

ასე მგონია, რომ ბათუმს და ბათუმლებს ყველზე მეტად ენერგია გვაკლია. არ ვიცი ამ უენერგიობას რა განაპირობებს, რატომ არის ქუჩები თითქმის მთელი წლის განმავლობაში მკვდარი ?! მხოლოდ ზაფხულში რატომ ცოცხლდება, ისიც დამსვენებლების ხარჯზე ?! ჩვენს ირგვლივ რატომ არის ტოტალური მოწყენილობა ?! ყველანი რატომ ვართ სახლებში შეყუჟულები და საკუთარ სივრცეში ჩაკეტილები ?!

შესაძლებელია, ეს ყველა პატარა ქალაქისთვისაა დამახასიათებელი, ან კიდევ, პირად თუ სხვა პრობლემებთან იყოს დაკავშირებული.მოკლედ, არ ვიცი.


მაგრამ ის ვიცი, რომ ბათუმელებს ერთი საერთო თვისება გვახასიათებს - სიზანტე. ჰო, ბევრჯერ დამიჭერია როგორც საკუთარი თავი, ასევე გარშემო მყოფნიც სიზარმაცეში, უმოძრაობაში, უხალისოდ იმაზე მოფიქრალნი: რა გავაკეთო, რით გავიყვანო დრო ...საკამოდ ხშირად ვართ უკმაყოფილონი იმით, რომ ბათუმში ისეთი არაფერი ხდება, რაც დროს სასიამოვნოთ და ნაყოფიერად გაგვატარებინებს. რატომღაც მოლოდინი გვაქვს, რომ ვიღაც სხვამ უნდა იზრუნოს ჩვენს გუნება-განწყობაზე.


რამდენიმე ხნის წინ, მეგობრებმა გადავწყვიტეთ ციხისძირში წასვლა, ორი დღე სანაპიროზე კარვებში უნდა გაგვეტარებინა,თავიდან ყველას მოეწონა ეს იდეა და ენთუზიაზმით დავიწყეთ ამ ორი დღის დაგეგმვა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ენთუზიაზმი შაბათი დღის მოახლოებასთან ერთად ნელ-ნელა ჩაკვდა და უმრავლესობამ სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა ციხისძირში წამოსვლაზე. გეგმა შევცვალეთ, ღამის გათევის ნაცვლად მხოლოდ ზღვაზე საბანაოდ გადაწვიტეთ წასვლა და ისიც არა ციხისძირში, არამედ გონიოში.

--------------------
ხშირად ვწუწუნებთ იმაზე, რომ ბათუმში ერთი კინოთეატრიც კი არ ფუნქციონირებს."რას გვიშვრება ეს მთავრობა!" ეს პოზა ისევ აქტუალურია.მაგრამ როცა "BIAFF" კლუბი კინოჩვენებებს აწყობდა, 10 კაცი ძლივს ვიკრიბებოდით, არადა ფეისბუკზე მოწვევას რომ ვიღებდი, თან ვამოწმებდი, რამდენი ადამიანი აპირებდა ფილმზე დასწრებას, როგორც მინიმუმ, 40 ადამიანს თანხმობა ჰქონდა მიცემული და უნდა დასწრებოდა,მაგრამ..

მაგრამ მთავრობას კინოთეატრებისთვის არ სცალია, ისევ ნეპტუნის ქანდაკებაზეა შეჩენილი, დღემდე ვერ გაურკვევია რას ელოდება ამ ქანდაკებისგან. რით ვერ დააკმაყოფილა და დაკმაყოფილდა. თუმცა, ეს სხვა თემაა და სხვა დროს იყოს.

მანამდე კი ბათუმელების უმრავლესობას, ნაწილობრივ ჩემნაირსაც ,დროებით აფრიკის რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად სუდანში გავასახლებდი, ბუნებას, წყალს, კომპიუტერს (ფეისბუკს) მოკლედ რომ ვთქვა, "კარგ ცხოვრებას" მოვანატრეებდი.

თანაქალაქელებო, თუ არ გინდათ სუდანში, მაშინ, ოდნავ მივდგეთ, მოვდგეთ და გავექანოთ. ვინაც უკვე გაექანეთ, იმათ, წარმატებებს გისურვებთ ვინც არა - ჩემოდნები ჩავალაგოთ:)

14 комментариев:

  1. Ochi


    BIAFF-is da kinoteatris shedareba araa scori

    Kinoteatrshi unda gaushva kargi sanaxaobrivi filmi da ara inteleqtualuri sitoba ( chemi subieqturi azri) :D

    ОтветитьУдалить
  2. სულხანი მართალია. კინოთეატრმა მაყურებელის მოზიდვაზე უნდა იფიქრის და არა ჩადებული ფულის სეზონზე ამოსვლაზე. დანარჩენს რაც შეეხება: ქალაქი სადაც 8 თვე თითქმის წვიმაა და სახლში ჯდომას ვართ დაჩვეული. 3 თვის განმავლობაში ძნელად "ვიქოქებით", მითუმეტეს ეგ ზღვის ხიბლი ჩვენ უკვე ცუდად რო ვთქვათ 'მოყეჭებული გვაქვს" ამიტომაც უმადური იმდენად არ ვართ, რამდენათაც ზანტები.

    ОтветитьУдалить
  3. კინოთეატრს ბიაფის კინოჩვენებებს არ ვადარებ, უბრალოდ, როცა უფასო კინოჩვენბაზე ადამიანები არ ესწრებიან ფასიანზე მითუმეტეს არ დაესწრებიან, მერე რა რომ ინტელექტუალურ ფილმებს უჩვენებენ. თანაც, როგორც წესი, ბევრი გამოთქვამს ფილმზე დასწრების სურვილს, მაგრამ, როცა დათქმული დრო მოდის კლუბი ცარიელია. ასე არაერთხელ მომხდარა.

    უიმედობას მათ შორის სიზანტე განაპირობებს, ასე მგონია:)

    ОтветитьУдалить
  4. lol uimedoba ra shuashi iyo:D
    eqstremaluri pirobebidan vwer:))

    ОтветитьУдалить
  5. ბოლო პერიოდში კინოჩვენებებზე რახდებოდა არვიცი მაგრამ სანამ მაქეთ ვიყავი მარტო 10 კაცი ჩვენ "ფოტომოყვარულების სასტავი" :) დავდიოდით და ჩვენს გარდა კიდევ ძალიან ბევრი იყო, თან თითქმის ყველა ჩვენებაზე ვიყავი და ხალხიც ბლომად იყო, ჩვენების შემდეგ რამოდენიმე ვრჩებოდით, ჩვენ, ბატონი გ. მასალკინი და კ. ძნელაძე შემდეგ კი ვაკეთებდით ფილმის განხილვას მოკლეთ ძალიან კარგი სიტუაცია იყო, შემდეგ რახდებოდა უკვე აღარ ვიცი :)

    რაც შეეხება კინოთეატრს ეგ კინოთეატრის პრობლემა უფრო ჩანს, მარტივი მაგალითია, როდესაც Biaff-ის ბოლო ფესტივალზე ძალიან კარგი პროგრამა იყო, თითქმის საღამოს ყველა ჩვენებაზე დარბაზიც სავსე იყო, მოკლეთ კინოთეატრი კარგი მენეჯმენტით არის საჭირო :)

    ОтветитьУдалить
  6. ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი...
    რატომ ხდება, რომ მხოლოდ წერა და ფიქრი შეგვიძლია და არა ქმედება თუ მოქმედება...
    თუგინდ შენ ოჩი ...
    აღარ მინდა გავაგრძელო და დავწერო ის მიზეზი(ები) თუ რატომ ვცხოვრობთ ასეთ რეალობაში????
    თუმცა ერთ–ერთ მიზეზს დავასეხელებ: იმიტომ, რომ შენ ესეთი ხარ (და არა ერთადერთი სამწუხაროდ)
    აჰა, მე ვარ მიუხედავად იმისა, რომ მომიწოდებ "რელაქსაციას" ესეთ სტატიებს, რომ ვკითხულობ ვხდები რომ მაგის დრო არ არის, რადგან სწორედ ამან მიგვიყვანა ამ ეტაპამდე :*
    იქნება ციხისძირი, შეკვეთილი, მტირალას თუ კოლხეთის უნიკალური პარკებიც, ოღონდ მაშინ, როცა გადახვალ ქმედებაზე თუ მოქმედებაზე...
    ვწერო აღარ მინდა სიტყვით დავიღალე...
    (ოოო, რამდენი მრავალწერტილია :)

    ОтветитьУдалить
  7. ცოტ-ცოტა მიზეზი ყველაფერშია, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა იმ ადამიანებშია (ალბათ), რომლებიც წუწუნებენ და თითის გაქანება ეზარებათ. ამასაც თავისი მიზეზი აქვს, რომელზეც ბევრჯერ გვილაპარაკია და აქ წერა მეზარება და არც სხვას დააინტერსებს ალბათ წაკითხვა :)

    მწვანე კონცხის ,,ექსპედიციის” მაგალითი საკაიფოა :D

    ОтветитьУдалить
  8. amorloco

    ღიმილის მომგვრელი შეიძლება იყოს, მაგრამ შენს ცხოვრებაში თუ რამე ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა რომ მოხდეს, მე და ჩემნაირებს ნუ დაგვაბრალებ:)

    ОтветитьУдалить
  9. სიზანტიდან თვითგვემაში გადავარდნა და ზურგზე ეკლიანი მათრახების გადაჭერაც უკიდურესობაა.

    ვიღაცას ეღიმება, მაგრამ რადგან ამაზე წერს კიდეც, ესე იგი მრავალმნიშვნელოვანი ღიმილია. :)

    შევეჩვიეთ უბრალოდ. ცუდი რამე ჩვევა, მით უფრო წუწუნის.

    ოჩი, ეს შენ არ გეხება მგონი :)

    ОтветитьУдалить
  10. aveo.ge dan daqachuli bebiachemis droindeli hitebi gashvebis nacvlad kinoteatris administraciam daxarjos fuli da martla ro axali filmebi an tundac premioerebi gachitos. naxavt tu ar miva xalxi

    ОтветитьУдалить
  11. კინოს ადმინისტრაციამ ფული რომ დახარჯოს, დანახარჯს მაინც ვერ ამოიღებს,ბიზნესი წამგებიანი იქნება.ამიტომ, ფინანსებით ადგილობრივმა მთავრობამ უნდა დაეხმაროს ,ან რაღაც შეღავათები უნდა იყოს..ია ტაკ დუმაიუ:)

    ОтветитьУдалить
  12. ადგილობრივი მთვავრობა მანდ არაფერ შუაშია. ყველაფერს მთავრობას ვერ დააბრალებ და ვერც მოთხოვ. კინოში სიარული ჩვევაა, რომელიც ძველებს გადაავიწყდათ და ახლებმა არ იციან. ბათუმში კინოს არ უყურებენ როგორც ბიზნესს, შემთხვევითი ხალხია ამით დაკავებული, არაფერი იციან ამ საქმის, შესაბამისად არც აინტერესებთ, მათთვის ეს არის უბრალოდ შენობა, სადაც აზარტული თამაშებით მეტ მოგებას ნახულობენ, ვიდრე ფილმის გაშვებით. არც ახალი ფილმების ჩამოტანით არიან დაინტერესებული, არც კინოში მაყურებლის მოსვლით, არც სამიზნე ჯგუფებთან არ უნდა არავის მუშაობა. არ იციან და არ აინტერესებთ ეგ საქმე.
    უნდა იყოს ბიზნეს ინტერესები, სხვაგვარად არაფერი არ გამოვა.

    ОтветитьУдалить
  13. ნანა,

    ბიზნმეს ინეტერესი საიდან უნდა გაჩნდეს? ფილმის შეძენის ფასი ბილეთის ფასზეც აისახება. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს სოციალურ მდგომარეობას, ბევრი თანაქალაქელისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. ბიზნესის დაინტერესებას თუ დაველოდეთ შეიძლება დიდი დრო გავიდეს. უკეთესი იქნება თუ მუნიციპალური კინოთეატრი იარსებებს.

    თუმცა, იმაში გეთანხმები, რომ კინოში სიარულის კულტურა არ არსებობს. მაგრამ საიდან იარსებებს თუ კინოთეატრი არ იქნება?:)

    უბედური სოციალისტი ვარ:)

    ОтветитьУдалить

დატოვე გამოხმაურება :)

< >