Search This Blog

четверг, 1 июля 2010 г.

მამი, აბა ზღვა???

ჩვეულებრივი (თუ პირიქით, არ ვიცი) ბათუმური დღის მიწურული იყო - მზე სასწაულად აჭერდა, ჩემი კარლსონის სხვენად მონათლული კაბინეტი იმდენად გადახურდა, რომ ხრუშოვის ახალგაზრდობას მოსწრებული კონდიციონერი БК2000 იქეთ ითხოვდა შველასა და გაგრილებას. აქვე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მაღაზიაში ჩავედი, ცივი კოკა-კოლა ლაითის საყიდლად. გზად ფრონცქაობის აპოთეოზს, "პრივეტ იზ ბატუმას" ჩავუარე... უცებ კარები გაიღო და ორი არცთუ ისე დიდი წითელი მასა გამოვიდა ქუჩაში პრივეტიდან! თვალები კარგად დავაფოკუსე და ეს ორი წითელი მასა 2 ბათუმური მზისაგან დამწვარი თბილისელი გოგჩო იყო, თანაც ისეთი დამწვრები, რომ ფეხს სახსარში ვერ ხრიდნენ, სულ მთლიანად იყვნენ დამწვარნი!!! ერთად გავუხვიეთ მარჯვნივ თავდადებულზე (ძველ შაუმიანზე) ჭაობის მიმართულებით. ახლოს მოდიოდნენ და ძალაუნებურად მესმოდა მათი დაპუწკული საუბარი: ეხა ბულვარში მივდივართ აიააა??? ("რ"-ს საერთოდ არ ხმარობენ, მაგრამ ქედელები არ არიან, უბიალოდ გოგჩოები აიან იააა:)) ბათუმის ქუჩებში მკითხველზე უფრო გარკვეულმა უპასუხა "ქო, აბა იაა" - ისე გულიანად გამეცინა, ქუჩაში მჯდომი ხალხი დავაფრთხე:))) ნეტარ არიან, რამეთუ სჯერათ! ეძიებდეთ და ჰპოვებდეთო! გააგრძელეთ ძებნა და აუცილებლად მიხვალთ ბულვარში! Vaia Con Dios Gogchos!!! :) 

7 комментариев:

  1. აუ მართლა გულიანად ვიცინე, გაიხარე :))

    ОтветитьУдалить
  2. შენ რო გენახა მე როგორ ვიცინეეეე :)))))

    ОтветитьУдалить
  3. rogorr, "პრივეტ იზ ბატუმას" rogor chauare rogorrrrrrrrrr :))

    ОтветитьУдалить
  4. :)ანალოგიური მეც მაქვს მოსაყოლი. ახლობელი მთელი დღის განმავლობაში ემზადებოდა,რა კაბა არ მოირგო,რა ვარცხნილობა არ გაიკეთა. "საღამოს თეატრში დამპატიჟეს მაგარი სპექტაკლიაო". გამოვემშვიდობე, კაი დროსტარებას გისურვებ მეთქი. წავიდააა... 2 სათში მოდის, გალუმპულ-გაწითლებულ-აქოშინებული. თეატრში ნაყოფის არაფერი ეცხო. თურმე სულ სხვაგან გადაუხვევია და თეატრის ძებნაში ბათუმის ბოლოში გასულა. მაშინ როცა თეატრს(რომელიც აივნიდან ხელისგულზე სჩანს) და ჩემს სახლს ერთი ქუჩა და დიდი მდელო აშორიშორებს :))))არადა დავანახე თავიდანვე სადაც იყო თეატრი... რა ქუჩები გვაქვს ამ ბათუმში მოკდლეედ... :)))

    ОтветитьУдалить
  5. მსგავსი გოგჩოები რომ სასწაული მოვლენაა რად უნდა მაგას მეათასედ მტკიცება, მაგრამ მე იცი რა მაინტერესებს - ბათუმში არ არიან ეგეთი გოგჩოები? მხოლოდ თბილისიდან განიცდით ხოლმე შემოტევებს?

    ОтветитьУдалить
  6. ბათუმშიც არიან, როგორ არა. მაგრამ პატარა ქალაქის გამო რაოდენობრივად უსუსურ უმცირესობაში არიან. :) აი ზაფხული კი ოოოოო.

    ОтветитьУдалить

დატოვე გამოხმაურება :)

< >