Search This Blog

пятница, 2 июля 2010 г.

ბათუმი „ჩემია“

ბათუმში პირველად რვა წლის წინ ჩამოვედი. მაშინ აბიტურიენტი ვიყავი და რუსთაველზე უნივერსიტეტში გამოცდებს ვაბარებდი. პირველ გამოცდაზე მახსოვს ჯინსის შარვალი მეცვა და მუხლებამდე ავიკეცე, ისე გავცურე ჩემი სადარბაზო. თავსხმა წვიმა იყო, ელავდა. პირველ წელს, ჩემი სახელი და გვარი ვერ ვიპოვე სტუდენტების სიაში. ანუ ვერ ჩავაბარე. ბათუმში ზუსტად ერთი წლის მერე ჩამოვედი მეორედ. ისევ გამოცდების ჩასაბარებლად :)
ამ ქალაქში მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ჩავაბარე, მე და ჩემი მეგობარი ერთად მარტონი ვცხოვრობდით. არადა როგორ ძალიან მინდოდა სტუდენტობა თბილისში. პირველ კურსზე დეპრესია მჭირდა ამ ქალაქის გამო. ყველა შაბათ-კვირას ოზურგეთში დავდიოდი და ვნატრობდი როდის გაივლიდა ოთხი წელი. გადასვლა ვცადე თბილისში მაგრამ ვერ მოვახერხე...



დღეს მიხარია რომ ვერ მოვახერხე:)

ოთხი წლის შემდეგ, როცა მივხდი რომ ბათუმიდან წასვლის დრო მოვიდა და ბარგი ჩავალაგე კიდეც, მივხვდი რომ ბათუმი „ჩემია“ და აღარ წავედი.



2 комментария:

  1. მე ჩამოვალ რამდენიმე წელში და "ჩაგიზიარდები" :D

    ОтветитьУдалить
  2. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить

დატოვე გამოხმაურება :)

< >