Search This Blog

среда, 30 июня 2010 г.

ნაყინი რკინის ფინჯანში

როცა ჩემი ბავშვობის ბათუმს წარმოვიდგენ  პირველი რაც თვალწინ დამიდგება ეს არის ნაყინი რკინის ფინჯანში. დიახ, რკინის ფინჯანში, არც ვაფლის ჭიქაში, არც ჯოხზე წამოცმული ესკიმო. ბულვარში, ბამბუკის კაფეში მორთმეული ნაყინი უხვად მოყრილი  დაფხვნილი შოკოლადით. მას შემდეგ  ძალიან ბევრნაირი ნაყინი გამისინჯავს მაგრამ ვერცერთი ვერ შეედრება იმ ნაყინს.  რატომღაც მაშინდელი ბულვარიც უფრო მომწონს. ფრანგული ბულვარი ულამაზესი ყვავილებით  და არა აბაშიძის ფანტაზიის ნაყოფი  ინგლისური ხრიოკი პარკი. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას და ინგლისური პარკიდან ნე; ნელა ისევ  ფრანგულ ბულვარს ვუბრუნდებით რაც ძალიან მახარებს.  თუმცა...  ბამბუკის კაფეები აღარ არსებობს. მათ ნაცვლად  მეტალის და მინის სიმახინჯეს ვხედავ დღეს. a.k.a. ტყუპები.



ბამბუკის კაფეები და  რკინის ფინჯანში ნაყინი დააბრუნეთ  ფარჩაკებო!!!!!!!!!!! :)

2 комментария:

  1. სულხან, მაგ ნაყინის საშინელი ნოსტალგია მაქვს, ცოტა ყინულის გემო ჰქონდა, მაგრამ მაინც უგემრიელესი იყო. მე და ჩემი და დავყავდით დედაჩემს ბულვარში, ავიღებდით ნაყინს და ის საძაგელი ნელა ჭამდა უფრო და ვუყურებდი მერე დიდი თვალებით, როგორ ტლიკავდა კოვზს :DDD 100 გრამი იყო ცოტა, დღემდე ამ აზრზე ვრჩები!!! :DD

    რაც შეეხება ფრანგულ ბულვარს, მართალი ხარ, სულ სხვაგვარია, უფრო თბილი, ნუ რამდენადაც შეიძლება ბულვარი "თბილი" იყოს :D
    ერთი ძალიან საყვარელი ბლოგერია, ნასტასია. ჰოდა ნასტასიამ ამ მინდვრებს რომ ვუყურებ, სულ მინდა პლედი გავშალო და აქ წამოვწვეო. :) აუთვისებელი მინდვრები გვაქვს :))

    ОтветитьУдалить
  2. ალუმინის სამფეხა ჯამებში. რუსთაველის და "ლენინის" კუთხეში იყო არაჩვეულებრივად კარგი "არმოსავლური ტკბილეული"ს მაღაზია. აი იქ მიყვარდა ნაყინი. ახლა იქ ბარი "ლა ვიტა"ა... ლატგია რომ ინტერიერი მაინც შეინარჩუნეს

    ОтветитьУдалить

დატოვე გამოხმაურება :)

< >