გიორგი ცაგარელი, ჩვენი დროის უდიდესი ფოტოჟურნალისტი

gogi cagareli, fotografiარც ისე დიდი ხნის წინ ბლოგზე დავწერე პოსტი რომელიც ეხებოდა პროკრედიტის პროექტ “proart”-ს. როდესაც მომივიდა წერილი პროკრედიტ ბანკისგან იმის შესახებ რომ ჩემი ფოტოები იქნებოდა პროექტში და ასევე პრეზენტაციაზე, იქვე ეწერა ჟიურის წევრები რომლებმაც აარჩიეს ზოგადად პროექტში მონაწილე ფოტოგრაფების ნამუშევრები.
ჩემდა გასაკვირად ფოტოგრაფებს შორის ამოვიკითხე სახელი და გვარი, გიორგი ცაგარელი. სიმართლე რომ ვთქვა გამიკვირდა და ვერც კი მივხვდი ვინ იყო რადგან არც გაგონილი მქონდა და არც რომელიმე ფოტო ნანახი. ყოველივე ამის შემდეგ დავინტერესდი და მივმართე ინტერნეტში გულითად მეგობარ გუგლს დასახმარებლად :) მოძებნის შედეგად საკმაოდ კარგი შედეგი გამოიტანა, რამოდენიმე გვერდის გადაქექვის შედეგად მივაღწიე ბიოგრაფიამდე სადაც ამოვიკითხე ფრაზა: “ავირჩიე პრესს-ფოტოგრაფია, როგორც ჩემი მომავალი პროფესია და შემდგომი 25 წელი მარტო ფოტოჟურნალისტიკით ვიყავი დაკავებული”, იმის გამო რომ ფოტოგრაფიაში ძირითადად ყველაზე მეტად ე.წ. ქუჩის ფოტოგრაფია, დოკუმენტალისტური ჟანრი მაინტერესებს ამ ფრაზამ ერთი-ორად უფრო გამიღვივა ინტერესი, ფოტოების ხილვის შემდეგ კი ჩემთავს გავუბრაზდი და ისევ ჩემი თავის შემრცხვა რომ ამ დონის, ქართველი ფოტოჟურნალისტის ნამუშევრები არმქონდა ნანახი…
ეხლა კი ჩემი ტექსტით რომ არ მოგაწყინოთ თავი ვფიქრობ რომ ჯობია რამოდენიმე ფოტო დავდო და ბატონი გიორგის ოფიციალური საიტის მისამართი, სადაც უწერია თავისი ბიოგრაფიაც და რამოდენიმე ფოტოს ხილვის საშუალებაც მოგეცემათ…
ეხლა კი დავდებ რამოდენიმე ფოტოს:
პირველ რიგში თითქმის ყოველ საიტზე სადაც შესაძლებლობა მეძლევა რომ ამ ადამიანის რომელიმე ნამუშევარი დავურთო თემას ყოველთვის ვიწყებ ამ ფოტოთი, ძალიან ძლიერი და ჩემი “ფავორიტი” კადრია, თუმცა არა უძლიერესი თავის ნამუშევრებში :) რადგან მას აქვს ისეთი ფოტოები რომლის მეშვეობით ადამიანს სრულად შეუძლია წაიკითხოს საქართველოს უახლესი/ჩვენი დროის ისტორია…
gogi cagareli, fotografi
gogi cagareli, fotografi
gogi cagareli, fotografi
gogi cagareli, fotografi
gogi cagareli, fotografi
gogi cagareli, fotografi
gogi cagareli, fotografi
gogi cagareli, fotografi
gogi cagareli, fotografi
ფოტოების ავტორი: გიორგი (გოგი) ცაგარელი

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

ჩემი 90-იანები ...

მე არ მომწონს მათი ბათუმი