Search This Blog

вторник, 29 июня 2010 г.

გიყვარს ბათუმი?

ბათუმი ხო ყველას გვიყვარს.?! განსაკუთრებით ზაფხულში! როცა ზღვაზე დასვენება გინდათ. 
თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც წვიმიანი ბათუმი უფრო მოსწონს. კი ბატონო არის ამაშიც რაღაც რომანტიული. დარწმუნებული ვარ ეს "რომანტიულობა" ერთი ორად გაორკეცდება როცა მოკირწლულ ქუჩებს და ულამაზეს ხედებს იხილავთ ახლო მომავალში. თუ უამისოდაც გიყვართ ბათუმი წვიმაშიც, თოვლშიც, ხვატშიც და ქარშიც (ფოთოლცვენა გამორიცხულია, აქ მარადმწვანე მცენარეებია მხოლოდ) მაშინ თქვენც თითქმის ბათუმელი ყოფილხართ.
თითქმის იმიტომ რომ ბათუმი ზღვის, ბულვარის, ყავის და ხაჭაპურის გარდა კიდევ სხვა რამეცაა. კიდევ რაა? ამას აქ ვერ ჩამოგითვლით. პოსტის სიდიდის გამო უბრალოდ ბოლომდე ვერც ჩაიკითხავთ. ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ბლოგი, სადაც ნება-ნება გადაფურცლავთ ბათუმურ დღიურებს. ჩაიხედავთ, წაიკითხავთ და გაიხსენებთ, წამით დაბრუნდებით თქვენს საყვარელ ბათუმში. ან სულაც სხვა კუთხიდან დაინახავთ მას და იქნებ უფრო მეტადაც მოგეწონოთ, შეიყვაროთ. 
ამ ბლოგს რამოდენმე ბათუმელი ბლოგერი ( ნანასულხანიბესონათიაოჩიზაზა  და მე ) ერთად ვქმნით. სრულებითაც არ გამიკვირდება თუ სხვაც გამოთქვამს ავტორობის სურვილს. ეს ხომ არა მარტო ბათუმელთა ბლოგია. ეს ყველას ბლოგია ვის ცხოვრებაშიც ბათუმს და ბათუმის სიყვარულს რაღაც, თუ გინდ უმნიშვნელო როლი მაინც უთამაშია. იქნებ ამ ბლოგზე თქვენი ისტორიის ფურცელიც დაიწეროს.
ამიტომაც გელით.

 გადაფურცლეთ ბათუმური დღიურები


3 комментария:

  1. http://katiee.ge/batumi-the-city-of-romance/

    ОтветитьУдалить
  2. დასაწყისისთვის არაუშავს ;)

    ОтветитьУдалить
  3. Katie კარგი წამოწყებაა მაგრამ უკეთესი იქნებოდა ჯერ ქართველებს რომ გავაცნოთ ეგ ქალაქი და შემდეგ უცხოელებს :)) ასე რომ ზუსტად ამ ბლოგის მეშვეობით შევეცდებით რომ ყველას ვისაც სურვილი ექნება გავაცნოთ ბათუმი უფრო ახლოდან და სხვა უკეთესი კუთხიდან ვიდრე ისე როგორც ბევრი იცნობს, "რკინიგზის სადგური-ზღვა-რკინიგზის სადგური" :)

    ОтветитьУдалить

დატოვე გამოხმაურება :)

< >