Сообщения

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

Изображение
"დღეს ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ასეთი მაღალინტელექტუალური და ცინცხალი იუმორით გაჟღენთილი სიტყვებით აუწყა საზაფხულოდ "ბათუმი Live"-ად გადაკეთებულმა გადაცემის წამყვანმა ტელემაყურებლებს ახალ ბულვარში დისკო კლუბ ბამბა რუმსის გახსნა. ტელეწამყვანმა არ დაინდო მაყურებელი, რომელიც ამდენი იუმორის ერთბაშად ეკრანიდან დენას შეჩვეული არაა და ჯერ კიდევ პირველი ხუმრობის შემდეგ ტელევიზორთან სიცილისაგან დაოსებული შველას ითხოვდა და მორიგი "მაღალინტელექტუალური" და "ზეცინცხალი" იუმორით გაჯერებული კითხვით მიმართა კლუბის სტუმრებს, თან არა ერთს (ანუ კიდევ უფრო არ დაინდო მაყურებელი): "რას შობი" და თან ამას საკონტროლო გასროლის მსგავსად საკუთარი სიცილიც დააყოლა!!! მაყურებელი მოკვდა ამდენი სიცილისაგან! დაგვინდეთ ბატონებო და ქალბატონებო, დაგვინდეთ, ასეთი რა დაგიშავეთ, რომ სიცილით გინდათ გაგვგუდოთ??? P.S. ჰო, სხვათაშორის, "რას შობი" თავის მხრივ ქართული სალიტერატურო ენის ისეთივე დარღვევაა, როგორც "ёგოя ქააა", ასე, რომ ყველამ საკუთარ "რას...

გინდა კოლხური სამკაული?

Изображение
ადრე შეგპირდით რომ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს ვეწვეოდი 

გაწვიმებამდე

Изображение

მოლიპლიპე ტაკო და შადრევნების ხეივანი

Изображение
სიახლე არ იქნება რომ ვსქვა "საშინელი სიცხე იყო დღეს ბათუმში"-მეთქი. მთელი საქართველო დუღდა და გადადუღდა. წყალთან ერთად ზოგს სისხლიც აუდუღდა, რამოდენიმეჯერ შევესწარი ქუჩაში ექსტრემალურ "სტრიპტიზს", ვერ ასწრებდა ხალხი ზღვანდე და რა ექნათ?! არა და რას ხალისობდნენ პატარა ბიჭუნკელები?! დაილოცა სემინარი და კონდენციონერი. ლოლოები გვეკიდა, თეთრ დათვებს და პინგვინებს ვეჯექით გვერით, სარკმელზე ყინვის ჩუქურთმებიც გაჩნდა ისე გავყინეთ ოთახი. ასე სიცივე არც ახსოვს როდის მესიამოვნა ბოლოს.

გადაიფარე ზღვა

Изображение
ჩართე.... და გადაიფარე ზღვა             თვალებს ხუჭავ, ცხელა. სხეულიც ისეა გახურებული რომ კენჭები უკვე აღარ გგონია ისეთი ცხელი როგორც მოსვლის დროს იყო. წევხარ გაუნძრევლად. ბრიზის ყოველი მოქროლვა უჩინარი, სასამო ტალღასავით გევლება სხეულზე და სახეზე ნეტარების ღიმილი გადაგირბენს.  ცხელა. თვალები დახუჭული გაქვს, მაგრამ ქუთუთოებში მაინც იღვრება მოლურჯო-მოიისფრო შუქი და გუბეზე დაცემული წვიმის წვეთივით ტოვებს სიბნელეში ფერად, ციცქნა რგოლებს. შორიდან ტალღის ხმა გესმის, ჩუმი, შემპარავი. გუშინდელივით თამამი არა. გუშინ სველი კენჭების ყრუ ხრაგუნიც მოჰყვებოდა მის ხმას.

უმადურ ბათუმელებზე და არა მხოლოდ მათზე

ასე მგონია, რომ ბათუმს და ბათუმ ე ლებს ყველზე მეტად ენერგია გვაკლია. არ ვიცი ამ უენერგიობას რა განაპირობებს, რატომ არის ქუჩები თითქმის მთელი წლის განმავლობაში მკვდარი ?! მხოლოდ ზაფხულში რატომ ცოცხლდება, ისიც დამსვენებლების ხარჯზე ?! ჩვენს ირგვლივ რატომ არის ტოტალური მოწყენილობა ?! ყველანი რატომ ვართ სახლებში შეყუჟულები და საკუთარ სივრცეში ჩაკეტილები ?! შესაძლებელია, ეს ყველა პატარა ქალაქისთვისაა დამახასიათებელი, ან კიდევ, პირად თუ სხვა პრობლემებთან იყოს დაკავშირებული.მოკლედ, არ ვიცი.

"გადაფხიკე და შენც გერგება 1 ქუჩა ბათუმში"

Изображение
* * * - გორკის, უკაცრავად ერას ქუჩას გაივლით? - არა, ცალმხრივია, ტელმანის ქუჩიდან გავდივარ * * * - გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით მიახლოებით სად არის ფარნავაზ მეფის ქუჩა? - ეს ქუჩაა. - ეს ხომ ტელმანის ქუჩაა? - უკვე აღარ, რამოდენიმე წელია, ფარნავაზ მეფის ქუჩაა - უღრმესი მადლობა, არვიცოდი. - :)