მოლიპლიპე ტაკო და შადრევნების ხეივანი


სიახლე არ იქნება რომ ვსქვა "საშინელი სიცხე იყო დღეს ბათუმში"-მეთქი. მთელი საქართველო დუღდა და გადადუღდა. წყალთან ერთად ზოგს სისხლიც აუდუღდა, რამოდენიმეჯერ შევესწარი ქუჩაში ექსტრემალურ "სტრიპტიზს", ვერ ასწრებდა ხალხი ზღვანდე და რა ექნათ?! არა და რას ხალისობდნენ პატარა ბიჭუნკელები?!
დაილოცა სემინარი და კონდენციონერი. ლოლოები გვეკიდა, თეთრ დათვებს და პინგვინებს ვეჯექით გვერით, სარკმელზე ყინვის ჩუქურთმებიც გაჩნდა ისე გავყინეთ ოთახი. ასე სიცივე არც ახსოვს როდის მესიამოვნა ბოლოს.
მაგრამ როგორც ყველაფერი კარგი. ესეც დამთავრდა და კვლავ დადუღებულმა ქვაფენილმა და ხვატმა გვიმასპინძლა გარეთ გასულები. თუმცაა... თეატრის წინ გამოვცოცხლდი. თვალი უცნაურმა ნათებამ მომჭრა.  შორიდან ვერაფერი გავარკვიე, ახლოს რომ მივლასლასდი...

ჰოი საოცრებავ....
აღმოჩნდა რომ ეს ჩვენი ღრმად პატივცემული პოსეიდონის მოოქროვილი ტაკო იყო. (პრინციპში არც სხვა ნაწილები დაუტოვეს უპატივცემულოდ.) ხოდა ბატონებო, ამიერიდან მის შორიახლოსაც შეგიძლიათ თამად მიიღოთ მზის აბაზანები. ოღონდ მზის სათვალეები არ დაგავიწყდეთ, ყოველი შემთხვევისთვის. ისე სირინოზები რატომ არ გააპრიალეს ვერ გავიგე, რა? ამ ვაჟბატონზე ნაკლები მიხვრა მოხვრა აქვთ? ვენაცვალე მჩქეფარე და ნაპორიან ძუძუსთავებში :)

საღამოს ბულვარს ვეწვიეთ. ვიფიქრეთ დავჯდებით სიგრილეში, ლუდს ჩავუშვებთ დაჟანგულ ხახაში, დავისვენებთ. მაგრამ სადაა... არა ლუდი როგორ არ იყო. უბრალოდ დასაჯდომი ადგილი აღარ იყო. დაეტყო ქალაქს ეროვნული გამოცდების ფინიშის სწორი.
"ვაიმე გოგო შენ რა საყვარლად დაზაგრულხაააარ?!" , " ეგ რაა, თაკო უნდა ნახო!, დაეცემი." მეც მინდოდა თაკოს ნახვა და დაცემა. მაგრამ ეტყობა თაკოს არ უნდოდა რომ რამე მეტკინა და არ მოვიდა.
წყლის ფასი თუ ასე ავარდებოდა სტუდენტების ჩამოსვლასთან ერთად არ ვიცოდი თორემ სახლიდან წამოვიღებდი. პაწაწუნა ბოთლში 2 ლარი ამცაპნეს. ბოლოს გავბრაზდით და იქაურობას გავეცალეთ.

ახალ ბულვარს მივაშურეთ და არც გვინანია. სიწყნარე, სილამაზე და რაც მთავარია ყველა ბათუმელი იქ დაგვხვდა. ეტყობა სხვებიც უმალავდნენ სტუმრებს რომ აქ უკეთესია დასვენება. ქარიც კარგად ჰქრის და გარემოც უკეთესია. ერთადერთი რაც ჯერ არ არის ეს კაფე ბარებია და მართალი რომ გითხრათ მათი სჭიროებაც მწვავედ არ გვიგრძვნია. განვერთხეთ შეზლონგებზე და დახუთული ოთახების შემდეგ, ფილტვების სუფთა ჰაერით დატენვას შევუდექით. მეგობარმა ჩინური მობილურიც გააძრო, აი ის, ყავასაც რომ კინაღამ ხარშავს. "შუა ქალაქსაც" ეზიარა, იხითხითა, ფეხბურთსაც უგულშემატკივრა და ძაალიან კმაყოფილიც იყო.




ბოლოს შადრევნების ხეივანსაც ვეწვიეთ. სხვათასორის გაცილებით ლამაზი სანახავია ვიდრე ბულვარის რკინის ხიდგადადგმული და წყლის სიბინძურისაგან ჭავლგაყვითლებული მოედნის შადრევანი. თან იმდენი ბვშვი დატანტალობდა, თხოვნა მომიწია " ბიძია, გადამაღებინე სურათი და მერე დასახლდი თუ გინდა"-მეთქი. გადამაღებინეს. აი ასეთია. შეიძლება ფოტოზე ისეთი რა იყოს, მაგრამ რეალურად.. თუმცა რა ვიცი...
ბოლოს ისევ ჩავსხედით უკვე აგრილებულ ავტოში და აჰა... ისევ დახუთულ ოთახში, ვინტილიატორ ჩახუტებული ვწერ ტექსტს. არა და ხვალაც მაგარი სიცხე იქნებაო!!!! ხვალაც ილაპლაპებს პოსეიდონის უკანალი. ხვალაც ადუღდება ასფალტი. ხვალაც ტევა არ იქნება შადრევნებთან და შადრევნებში. ხვალაც გაუსაძლისი იქნება საღამო სახლში და გავემართებით ახალი ბულვარისკენ, აი იქეთკენ შედარებით მეტი ჰაერი და ცოტა ხალხი რომაა. ხოდა ხვალაც მანდ ვარ!

Комментарии

  1. სანამ სიცხეებია გამოიყენე როგორმე თორემ მერე ინატრე ნეტა გამოიდაროს ბათუმშიო :))))

    ОтветитьУдалить
  2. ჩვენთან ხო ზომიერი და ნორმალური არაფერი იცის :)))

    ОтветитьУдалить
  3. მე მიყვარს ხალხმრავალი ბათუმი...ყოველთვის მინდოდა და ეხლაც მინდა ისეთ ქალაქში ცხოვრება ფილმებში როა შუქნიშანთან ერთი მიტინგის ხალხი რო გროვდება წითელზე:) თან რა ჯობია დაზაგრული და მინიმალურად შემოსილი მანდილოსნების ცქერას :D

    ОтветитьУдалить
  4. ძლივს დავტოვე კომენტარი (whew) why?

    ОтветитьУдалить
  5. :) გიორგი გეთანხმები. ასეთი მანდილოსნების ცქერა ნამდვილად სასიამოვნოა :) ამიტომაც გამრავლდა ჩვენს ქალაქში შუქნიშნები და გადაიკეტა რიგი ქუჩები. ეგ ჩაფიქრებული იყო ასე :)

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

დატოვე გამოხმაურება :)

Популярные сообщения из этого блога

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

ჩემი 90-იანები ...