დაიწყო. დიიდი სტუმრიანობა დაიწყო!!

აუ, მაქ კაი ამინდებია ხოო?! ამ სიტყვების გაგონებაზე უკვე მბურძგლავს! რატომ? გეტყვით რაც მოყვება ამ ყველაფერს.
-აუ მაქ როგორი ამინდებია? ხალხი ბევრია ხო ბულვარში? შენადა შვევულებას ვიღებ და წვიმები არ დამხვდება ხო?- ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს რომ შენგან ნებართვა ჩამოსვლის თაობაზე უკვე აღებულია. თუ უპასუხე "კარგი ამინდებია"-ო ეს იმას ნიშნავს რომ 2 დღეში კარზე ზარს უნდა ელოდე და ჩანთების ცვენას. თუ უთხარი რომ "წვიმიანია"-ო - მაშინ მინიმუმ 4 დღე გაქვს შუალედი. მაგრამ ყოველ საღამოს აბარებ “აჩოტს” თუ როგორი იყო დღე. ერთი სიტყვით ზაფხულის ცხელი სეზონი და დიდი სტუმრობა შეგიძლია გახსნილად გამოაცხადო.

-ქართველები სტუმართმოყვარენი რომ ვართ ოდით და ოდით ეგ მგონი მარტო პროვინციული ქალაქების სახელძღვანელოებში წერია და სპეციალურად დედაქალაქის მაცხოვრებელთა მოფიქრებული ხრიკია. რაც ყველაზე მთავარია ამ “დიდი სტუმრიანობის” დროს თავს შენ თავად გრძნობ საკუთარ სახლში ზედმეტად. თუმცა დავიწყოთ თავიდან. თუ გაგიმართლათ და სამარშრუტი ტაქსს, ავტობუს, მატარებელს, ან ტაქსს არ უნდა დახვდეთ და ათასი არასაჭირო ხლამით გატენილი ჩანთები არ უნდა ათრიოთ. შეგიძლიათ ერთი პლიუსი თქვენს სასიკეთოდ ჩაიწეროთ. მაგრამ მაინ ვერსად გაექცევით. მოგაგნებენ, ზარზს ჩამოხსნიან და შემოვლეეეენ. რაც მთავარია ჩანთები ინერციით მისითვე შეაქვთ შენს საძინებელში, მიალაგებენ და როცა ხვევნა-კოცნის, შეძახილ-გაკვირვებების ეტაპი ჩაივლის, ისე სხვათაშორის გკითხავემ. ჩვეენ… ჩვენ სად ვწვებით?! ნუ რათქმაუნდა პასუხი უკვე ნათელია. გამოგაქვს შენი ნივთები. ერთ დიდი ზვინს აკეთებ და თუ გაგიმართლა ეს შენი ნავსაყუდელია მინიმუმ თვეახევარი. თუ არადა მაქაც მოგადგებიან. როგორც წესი სახლი სიგარეტის ჭვარტლით იფარება, ჯეზვე ვულკანივით მუდამ მდუღარე მდგომარეობაშია და აჭარული ხაჭაპურის და მისი ორი კვერცხის გაგონება ისე გძულს როგორც მამის მკვლელი. ყველზე საინტერესო კი ის გარემოებაა, რომ ტერმინი “თავად თუ არ გამოსცადე ვერ გაიგებ რა და როგორო” სავსებით არაადაპტირებული და გამოუყენებელი რჩება როცა საქმე გარუჯვას ეხება. მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა ეგრევე, ანუ 12 საათზე გარბიან ზღვაზე და ბრუნდებიან საღამოს 6 საათზე წითელკანიანი ბელადებივით აპილპილებულები და თავზე პირსახოც წაკრულები. მერე მთელი ღამე კვნესა, წუწუნ წკავწკავის სმენაში ატარებ, მაწვნით გალესილ, ნახევარშიშველი სტუმრების ტანტალს უყურებ და ცარიალ ქილებს აგროვებ. დილით ისევ ზღვაზე აცილებ და გახსენდება რომ მათგან განსხვავებით შენ არ გაქვს შვებულება. მერე სამსახური, მაგიდაზე უძილობისგან თავის კანტუნი და სატელეფონო ზარი… აუ ანუკის ყურში წყალი ჩაუვიდა და ექიმთან გაგვყევი რაა?!... მიდიხარ სახლში და სიურპრიზი გელოდება. ახლა უკვე დედის მხრიდან ზღვას მოწყურებული სტყმრები გიღიმიან. შენ შენს ნავსაყუდელად ქცეულ ტანსაცმლის ბორცვს ირებ და მიდიხარ ოთახის ისეთ კუთხეში რომლის არსებობაც არც იცოდი. ღამით სიცხის და ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობის გამო ოთახში ჰაერი არ არის. სძინავთ ყველგან. ლოგინიდან დაწყებული, სამზარეულოს ტაბურეტის ჩათვლით. მამაშიენი კი ფხიზლობს და ვიღაც რომ სააბაზანოში შესასვლელად დგება ისიც წამოხტება. უბრალოდ ეშინია სიბნელეში, დერეფანში მწოლიარეს თავზე არავინ გადაუაროს. დილით კი ვაჟკაცურათ ითმენ თუ როდის მოვა შენი რიგი შეხვიდე შენსავე სააბაზანოში. თუ კარგი დარია გაგიმართლა. საღამომდე შედარებითი სიმშვიდე იქნება. ხოლო თუ არ გაგიმართლა და გაწვიმდა… მოემზადე რომ სახლში შენი არც ადგილია და არც საჭიროება. ისევ სიგარეტი, ყავა და ტელევიზორი რომელიც გამუდმებით იმას აჩვენებს რაც შენ არ გაინტერესებს და არც არავინ უყურებს. მაგრამ როგორც კი გადართავ ეგრევე აღმოჩნდება რომ “იქ”. საინტერესო რამ იწყება და საერთოდ რას გვიშვება ეს მთავრობა. პლუს ამას შეგახსენებთ რომ ქართველები დიდად სტუმართმოყვარენი ვართ. განსაკუთრებით სხვის სახლში და განსაკუთრებით იმ მეგობრბის მიმართ რომელიც ნაქირავბში არიან და საუკუნეა ჯოკერი არ უთამაშიათ. ნელ-ნელა ეჩვევი სამგზავრო ჩანთაზე ძილს და ყავაის, ეკლერისა და მობოლებული ნაფასისაგან შემდგარ საუზმეს. ამას ისეთ საოცრებასაც თუ დავუმატებთ როგორიცაა ბათუმისთვის ჩვეული მოვლენა, წვიმის დროს წყლის გადაკეტვა. ჰოი კეთილჰაეროვნებავ ამაოფლისა… თუმცა ამას დადებითი მხარეც ააქვს. გადაუღებელი წვიმების მერე დამსვენებელთა ნაწილი გარბის… მაგრამ როგორც წესი შენ ნებისყოფიანი ნაწილი გერგო წილად.
მე შეგნებულად ავარიდე თავი ბავშვების ფაქტორზე აქცენტის გაკეთებას. იმის თაობაზე საუბარს რომ კოკაკოლა, ბორჯომი, წყალი და ყავაც საოცრად ძვირდება და ბარში იმდენსავე ხარჯავ რამდენსაც ჩამოსული დამსვენებელი და საერთო ამ პერიოდში “კოიკის” ფულიც რომ გადაუხადო საკუთარ თავს კარგი იქნებოდა.( ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბრებ )
 ყოველივე ამის შემდე კიდე გიჩნდებათ კითხვა რატომ მბურძგლავს როცარიტორიკულ კითხვას. სად დაისვენე?! ან ტელეფონით ამინდის თაობაზე მკითხებიან?!


კი, მშვენიერი ამინდია!!! :)

Комментарии

  1. სწორედ ამის გამო გამოცდილი ბათუმელები პირველ მზიან დღეს იწყებენ "ბინის გაახლებას" რომელიც მთავრდება შემოდგომის პირველ წვიმასთან ერთად. რემონტის პირობებში კიდევ სვეცკები ერიდებიან სტუმრობას :)

    ОтветитьУдалить
  2. Namdvilad egrea, mec zedmetebi momdis xolme roca chavdivar da rogor mitanen mikvirs :)

    ОтветитьУдалить
  3. "მანდ როგორი ამინდია?" ყველაზე საშინელი კითხვაა:)

    ОтветитьУдалить
  4. ბინის გაახლება ყოველ წელს არ ჭრის. მერე მილიონერი გგონიხარ ხალხს და "ბარხატნი სეზონიც" ახსენდებათ.
    ასე რომ ახალი იდეებია საჭიროოო... ან ბეევრი და დროულად გაკეთებული სასტუმროები დაბალ ფასებში...

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

დატოვე გამოხმაურება :)

Популярные сообщения из этого блога

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

ჩემი 90-იანები ...

მე არ მომწონს მათი ბათუმი