მე არ მომწონს მათი ბათუმი


არ მომწონს ბათუმი, სადაც შენობები ადამიანებზე უფრო მეტ ღირებულებას წარმოადგენენ და რომლის ხელისუფლება მათზე უფრო მეტად ზრუნავს ვიდრე ხალხზე.


ძალიან დიდი ცინიზმი მგონია, როცა ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ინტერვიუში 2 400 000 ლარიან სიყვარულის მონუმენტზე ამბობს, რომ მეორეხარისხოვანია ის, თუ ამ მონუმენტის შეძენაში რა ოდენობის თანხა დაიხარჯა.

არ მომწონს ეს ქალაქი, რომლის ხელმძღვანელების ფანტაზია მხოლოდ ნეპტუნის კოპირებულ ქანდაკებამდე წვდება.

არ მომწონს ოქოტმბერში ძალით გაგრძელებულ საზაფხულო სეზონზე, მასწავლებლები კონცერტებზე მინისტრის წინაშე "დასაფიქსირებლად" რომ დადიან. არც დედის გინებით დაწყებული და დამთავრებული ქულიოს მდარე ხარისხის კონცერტი მომწონს, ბავშვებს რომ ასმენინებენ და შემდეგ ამით ორგანიზატორები თავს რომ იწონებენ.

მაღიზიანებენ ჩემი თანატოლი გოგო-ბიჭები გადაპრანჭულები და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მხოლოდ კარიერაზე რომ ცდილობენ ზრუნვას, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კრიტიკული კითხვები დასვან.

მაფრთხობს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლეთათვის ლიდერი ყოველთვის მართალია.

ვერ გავიზიარებ ოპტიმიზმს იმის თაობაზე, რომ მხოლოდ სასტუმროები, რესტორნები, კაზინოები და ბოლო დროს მომრავლებული ბორდელები განავითარებენ ქალაქს და ამისათვის ერთი მუნიციპალური კინოტეატრიც კი არ არის საჭირო.

არ მესმის ძველი ბათუმის რეაბილიტაციის დროს, რატომ ამოთხარეს ყველა მცენარე და რატომ აპირებენ ჰოლანდიური ყვავილებით გატენილი ქოთნების აივნებზე დაკიდებას, თითქოს სუპტროპიკულ ზონაში კი არა, არამედ, სადღაც უდაბნოში ვცხოვრობდეთ.

არ მომწონს აჭარის ტელევიზიის უფროსი, აჭარის მთავრობის თავჯდომარეს ყველა შეხვედრაზე თან რომ დაყვება და ამავდროულად, ჩვენ მიერ დაფინანსებულ ტელევიზიას რომ ხელმძღვანელობს. ტელევიზიას, რომლის საინფორმაციო გამოშვება "კურიერსს" დიდი მონდომებით ბაძავს და თუ მის ახალ ამბებში აჭარის მთავრობის თავჯდომარე არ ფიგურირებს სხვა ადგილობრივი ინფორმაცია მეორეხარისხოვანია.

ერთი სიტყვით, გული მწყდება ბათუმში მცხოვრები ადამიანები, ყველაფერს გვერდიდან რომ აკვირდებიან და ცხოვრებას საკუთარ სივრცეში ჩაკეტილები რომ განაგრძობენ.

Комментарии

  1. sagol :) me ''zgvis karibchis'' (mgoni ase qvia) danishnulebas ver vxvdebi,700 000 lari dajda ..funqciurad nulia amas ro tavi davanebot arc kreatiulia da arc lamazi...

    ОтветитьУдалить
  2. Before coming to Batumi, I did my own research on the internet. There is so much rich history of your city, and I like it very much. May that history be good or bad, Batumi would not be the Batumi I would fall in love with.

    It is sad though that only the facades that are visual that are taken care of. If I were your government, I would take care of the people first, then the structures.

    Visiting Era square, it is indeed beautiful but I learned from a good friend that there used to be a school there and houses.

    Where did these people go? Do they now live near their work is or if there is work for them there?
    They may have been given relocation money but in the long run, it may not last.

    I pray for the best for your country this year and the years to come.

    ОтветитьУдалить
  3. მე ძველი ბათუმი მიყვარდა.... კინო თბილისით და პიონერით, ბულვარის ატრაქციონებით, აღმოსავლური კაფეთი,ჯერ 1 და მერე უკვე 101 ნომერი ავტობუსებით, პიონერთა პარკით, ინტურისტის კაფე ექსპრესის აჭარული ხაჭაპურებით... აღარ არის ის ბათუმი :(

    ОтветитьУдалить
  4. "ძალიან დიდი ცინიზმი მგონია, როცა ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ინტერვიუში 2 400 000 ლარიან სიყვარულის მონუმენტზე ამბობს, რომ მეორეხარისხოვანია ის, თუ ამ მონუმენტის შეძენაში რა ოდენობის თანხა დაიხარჯა." ვაი ვაი ვაი :(((

    ОтветитьУдалить
  5. ნან!
    სად ხარ, რატომ დაიკარგე?
    ზარმაცობ მეგობარო.

    დავიჯერო ეს შენი ბოლო პოსტი გაკმაყოფილებს.
    თან თითქმის ორი წელი?

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

დატოვე გამოხმაურება :)

Популярные сообщения из этого блога

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

ჩემი 90-იანები ...