ნაყინი რკინის ფინჯანში

როცა ჩემი ბავშვობის ბათუმს წარმოვიდგენ პირველი რაც თვალწინ დამიდგება ეს არის ნაყინი რკინის ფინჯანში. დიახ, რკინის ფინჯანში, არც ვაფლის ჭიქაში, არც ჯოხზე წამოცმული ესკიმო. ბულვარში, ბამბუკის კაფეში მორთმეული ნაყინი უხვად მოყრილი დაფხვნილი შოკოლადით. მას შემდეგ ძალიან ბევრნაირი ნაყინი გამისინჯავს მაგრამ ვერცერთი ვერ შეედრება იმ ნაყინს. რატომღაც მაშინდელი ბულვარიც უფრო მომწონს. ფრანგული ბულვარი ულამაზესი ყვავილებით და არა აბაშიძის ფანტაზიის ნაყოფი ინგლისური ხრიოკი პარკი. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას და ინგლისური პარკიდან ნე; ნელა ისევ ფრანგულ ბულვარს ვუბრუნდებით რაც ძალიან მახარებს. თუმცა... ბამბუკის კაფეები აღარ არსებობს. მათ ნაცვლად მეტალის და მინის სიმახინჯეს ვხედავ დღეს. a.k.a. ტყუპები.